ურშკა კლაკოჩარ-ზუპანჩიჩი

ურშკა კლაკოჩარ-ზუპანჩიჩი (სლოვენ. Urška Klakočar Zupančič; დ. 19 ივნისი, 1977, ტრბოვლე) — სლოვენიელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე. პარტია თავისუფლების მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე. სლოვენიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე 2022 წლის 13 მაისიდან.[2] სლოვენიის ისტორიაში პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე.[3]

ურშკა კლაკოჩარ-ზუპანჩიჩი
სლოვენ. Urška Klakočar Zupančič
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1977(1977-06-19)[1] (47 წლის)
დაბადების ადგილი ტრბოვლე[1]
მოქალაქეობა  სლოვენია
 იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1977 წლის 19 ივნისს ტრბოვლეში, იუგოსლავია.[2]

1984-1992 წლებში სწავლობდა ქალაქ სევნიცის სკოლაში. 1992-1996 წლებში კი — ბრეჟცეს საშუალო სკოლაში. 1994-1995 წლებში სტიპენდიის საფუძველზე სწავლობდა სომერსეტში, მილფილდის პრესტიჟულ სკოლა-ინტერნატში. 2001 წელს დაასრულა ლიუბლიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი თემაზე „გაეროს ეკონომიკური როლი გლობალიზაციის კონტექსტში“. 2005 წელს ჩააბარა ადვოკატის გამოცდები. 2011 წელს სამართლის სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო.[2]

2001 წელს ნიუ-იორკის გაეროს შტაბ-ბინაში იყო სტაჟირებაზე.[2]

2020 წელს იგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც გამოთქვა უთანხმოება მთავრობის ამჟამინდელ პოლიტიკასთან დაკავშირებით. იგი არ ეთანხმებოდა ხელისუფლების გავლენას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში. ამის შემდეგ მან დატოვა მოსამართლეთა რიგები.[4]

2022 წლის 24 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს ეროვნული ასამბლეის დეპუტატად. 2022 წლის 13 მაისს, სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პირველ სხდომაზე იგი აირჩიეს თავმჯდომარედ. მას მხარი დაუჭირა 55 დეპუტატმა, ხოლო 25-მა ხმა წინააღმდეგ მისცა.[3]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ოჯახთან ერთად ცხოვრობს ლიუბლიანაში. ჰყავს ტყუპი ბიჭები.[5]

  1. 1.0 1.1 mag.Urška Klakočar ZupančičNational Assembly.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 mag. Urška Klakočar Zupančič. Državni zbor. ციტირების თარიღი: 2022-07-01
  3. 3.0 3.1 СМИ: замглавы словенской партии «Социальные демократы» станет членом Европарламента. ТАСС (2022-05-16). ციტირების თარიღი: 2022-07-01
  4. Urška Klakočar Zupančič izvoljena za prvo predsednico DZ-ja: "Morda je to prvi znanilec sprememb". RTV Slovenija (2022-05-13). ციტირების თარიღი: 2022-07-01
  5. Nekdanja sodnica, ki je kritizirala predsednika vlade, iz pravosodja v politiko. ციტირების თარიღი: 2022-04-29.