უპაზილა (ბენგ. উপজেলা, იგივე, რაც „რაიონი“, წარმოითქმის, როგორც: upojela) — წარმოადგენს ბანგლადეშის გეოგრაფიულ რეგიონს, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული ან სხვა მიზნებისათვის. მათი ფუნქციონირება დასავლეთის ქვეყნების რაიონების ან საგრაფოების ანალოგიურია.

ბანგლადეშის მცირე ადმინისტრაციული ერთეულები - თვითმმართველობები ე. წ. უპაზილები, გამოყოფილია თეთრი ხაზებით

2017 წლია 19 დეკემბრის მონაცემებით, ბანგლადეშში 492 უპაზილაა. ისინი წარმოადგენს საოლქო ადმინისტრაციის ყველაზე დაბალ საფეხურს. ბანგლადეშის ადმინისტრაციული სტრუქტურა ფაქტობრივად შედგება დივიზიონების (8), დისტრიქტების (64), უპაზილების და ფარიშადაჰების კავშირისაგან. დეცენტრალიზების ეს სისტემა შემოიღო ბანგლადეშის ყოფილმა სამხედრო მმართველმა და პრეზიდენტმა ჰუსეინ მოჰამად ერშადმა ადგილობრივი თვითმმართველობებლს გაძლიერების მიზნით.

თავდაპირველად, უპაზილებს უწოდებდნენ „ტჰანა“ ან „ტჰოა“ (ბენგალური: থানা), რაც სიტყვასიტყვით პოლიციის უბანს ნიშნავს. მიუხედავად შინაარსისა, ისინი ფუნქციონირებდნენ როგორც თანამედროვე უპაზილები. როგორც წესი, თითოეულ უპაზილას ერთი საპოლიციო უბანი აქვს, ხოლო უფრო დიდ ერთეულებში, რასაკვირველია, ერთზე მეტი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება