უმბრა (ლათ. Umbra krameri) — თევზი უმბრასებრთა ოჯახისა. აქვს წითელ-მოწაბლისფრო სხეული, რომლის სიგრძე 50-90 მმ, იშვიათად 115 მმ, მასა 27 გრამს აღწევს. დაფარულია ციკლოიდური ქერცლებით. გავრცელებულია მდინარეების დუნაისა და დნესტრის აუზებში. იკვებება ზოობენთოსითა და თევზის ლიფსიტებით. გამრავლებას იწყებს ერთი წლისა. ტოფობს მარტიდანმაისამდე; ყრის 150-ზე მეტ ქვირითს, რომელსაც დედალი იცავს. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.

უმბრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
რიგი:  უმბრასნაირნი
ოჯახი:  უმბრასებრნი
სახეობა:  უმბრა
ლათინური სახელი
Umbra krameri
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22730

ლიტერატურა რედაქტირება