ულუღ ბეგის ობსერვატორია

ულუღ ბეგის ობსერვატორია (უზბეკ. Ulug‘bek rasadxonasi) — შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცნობილი ობსერვატორია, აგებულია 1424-1428 წლებში ულუღ ბეგის მიერ ჩუპან-ატას მთაზე, სამარყანდის გარეუბანში.

ულუღ ბეგის ობსერვატორია
უზბეკ. Ulug‘bek rasadxonasi
კოორდინატები 39°40′29″N 67°00′20″E / 39.674722° ჩ. გ. 67.005556° ა. გ. / 39.674722; 67.005556
მდებარეობა სამარყანდი, უზბეკეთი
თარიღდება 1420[1]

ზოგადი ცნობები რედაქტირება

ობსერვატორიის ნანგრევები აღმოაჩინა და გამოიკვლია არქეოლოგმა ვასილი ვიატკინმა 1908 წელს. ობსერვატორიის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაში XVII საუკუნის ერთ-ერთი დოკუმენტის შესწავლა დაეხმარა. 1948 წელს უზბეკეთის სსრ-ის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქეოლოგი ვ. შიშკინი, დაასრულა გათხრების უკანასკნელი ეტაპი და აღმოაჩინეს ობსერვატორიის საძირკველი და იმ შენობის ფრაგმენტები რომელიც ობსერვატორიის დაარსებამდე არსებობდა ბუნებრივ კლდეზე.

რეკონსტრუქციის შემდეგ გაირკვა, რომ ობსერვატორიას ჰქონდა სამსართულიანი ცილინდრის ფორმა, რომლის სიმაღლეც იყო 30,4 მეტრი და დიამეტრი 46,40 მეტრი. უზარმაზარი სექსტანტის რადიუსის ზომა იყო 40,21 მეტრი.

ულუღ ბეგის ობსერვატორიაში მუშაობდნენ ისეთი ცნობილი ასტრონომები, როგორებიც იყვნენ: კაზი-ზადე ალ-რუმი, ალ-კაში, ალ-კუშჩი. აქ 1437 წელს შექმნეს ე. წ. გურგანის ზიჯი - ვარსკვლავიერი ცის რუკა, რომელზეც დატანილი იყო 1018 ვარსკვლავი. აქვე განსაზღვრეს ვარსკვლავიერი წლის სიგრძე: 365 დღე, 6 საათი, 10 წუთი და 8 წამი.

ისტორია რედაქტირება

ობსერვატორიის დამაარსებლად ითვლება თემურლენგის შვილიშვილი ულუღ ბეგი, რომელიც დაიბადა 1394 წელს. მისი მასწავლებლები იყვნენ მწერალი და ფილოსოფოსი არიფ აზარი და მათემატიკოსი კაზი-ზადე ალ-რუმი, რომელმაც ობსერვატორიისთვის შემდეგ ბევრი რამ გააკეთა. ულუღ ბეგი ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა მათემატიკისადმი.

მას შემდეგ გახდა თუ არა სამარყანდის მმართველი მან დაიწყო თავისი ოცნების ასრულება - შეექმნა ობსერვატორია. მთავარ კონსულტანტად აღნიშნულ დიდ საქმეში ულუღ ბეგი ასახელებს ალ-რუმის. ობსერვატორიის მშენებლობა გაგრძელდა სულ სამი წელი და 1420 წლისთვის (სხვა მონაცემებით 1428-1429 წლებისთვის) ობსერვატორიის შენობა მზად იყო. ამის მერე დაიწყო ისტრუმენტების დამონტაჟება. ამ საქმეს ულუღ ბეგის თხოვნით ხელმძღვანელობდა ქაშანელი მათემატიკოსი ჯემშიდ ალ-ქაში (1373—1430 წწ).

ობსერვატორიის არსებობის პირველ ათწლეულში მას ხელმძღვანელობდა ჯემშიიდ ალ-ქაში, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ტანამდებობა დაიკავა 70 წლის კაზი-ზადე ალ-რუმიმ, მაგრამ ექვსი წლის შემვეგ, 1436 წელს, ალ-რუმი გარდაიცვალა. ობსერვატორიას კრიტიკული პერიოდი დაუდგა. ულუღ ბეგი კიდეც ფიქრობდა დაეხურა ობსერვატორია, მაგრამ ახალგაზრდა სამარყანდელმა ასტრონომმა ალი ყუშჯიმ (1402—1474 წწ.) მოახერხა და დაარწმუნა ულუღ ბეგი, რათა გაეგრძელებინათ ვარსკვლავებზე დაკვირვება.

ზოგჯერ წერენ იმის შესახებაც, რომ ულუღ ბეგის მკვლელობის შემდეგ ობსერვატორიამ შეწყვიტა არსებობა და შენობა დაანგრიეს რელიგიურმა ფანატიკოსებმა. თუმცა ბოლო პერიოდის აღმოჩენებმა დაავასტურა, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ულუღ ბეგის შემდეგ ობსერვატორია კიდევ 20 წელი მოქმედებდა. მხოლოდ 1469 წელს სამარყანდის მმართველის აბუ საიდის მკვლელობის შემდეგ მეცნიერთა მდგომარეობა იმვენად გაუარესდა, რომ ალი ყუშჯი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და გადასულიყო ჰერათში, სადაც პრველი მინსიტრი იყო ცნობილი აღმოსავლელი მწერალი ალიშერ ნავოი. მალევე სამარყანდელი ასტრონომები გაიგზავნენ სტამბოლში. სადაც დაასრულეს და გამოსცეს ობსერვატორიის შრომები.

ობსერვატორიის ცარიელი შენობა მრავალი წლის განმავლობაში იდგა და მხოლოდ XVI საუკუნის დასაწყისში დაშალეს აგურებად.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Berry A. A Short History of Astronomy — John Murray, 1898.