მთავარი მენიუს გახსნა

ულანები

მსუბუქი კავალერიის სახეობა
ულანების იერიში ქალაქ პოზნანზე 1830–1831 წლების პოლონეთის აჯანყების დროს

ულანები (პოლ. ułan < თურქ. oǧlan — ჭაბუკი, ყმაწვილი, ვაჟკაცი) — მსუბუქი კავალერიის სახეობა. წარმოიშვნენ XIII–XIV საუკუნეების თურქულ-მონღოლურ ჯარებში, როდესაც შეიქმნა მშვილდ-ისრის ნაცვლად შუბით შეიარაღებულ ცხენოსანთა განსაკუთრებული რაზმები. ულანებს უწოდებდნენ ფლუგერიანი შუბებით შეიარაღებულ ცხენოსან მებრძოლებს. XVI საუკუნეში გაჩნდნენ ლიტვის დიდ სამთავროსა და პოლონეთში საომარ მოქმედებებში მათ მხარეზე მებრძოლი თათრებისაგან. XVIII საუკუნეში ულანების პოლკები შეიქმნა ავტრიაში, პრუსიაში და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, XIX საუკუნის დასაწყისში — საფრანგეთში. შეიარაღებულნი იყვნენ ჯერ ხმლებითა და ფლუგერიანი შუბებით, მოგვიანებით — ფისტოლეტებით, XIX საუკუნის შუა წლებიდან — კარაბინებით. ჰქონდათ განსაკუთრებული ჩაცმულობა, ძირითადად გამოირჩეოდნენ კვადრატულთავიანი თავსაბურავით.

რუსეთის არმიაში პირველი ულანთა პოლკი 1803 წელს შეიქმნა, 1807–1827 წლებში მათი რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, 1830 წლისთვის არსებობდა ულანთა 21 საარმიო და 2 გვარდიის პოლკი. 1882 წელს ყველა მათგანი, გარდა გვარდიისა, გარდაიქმნა დრაგუნებად. 1907 წელს კვლავ აღდგა. 1914 წლისთვის რუსეთის კავალერიაში შედიოდა ულანთა 17 საარმიო და 2 გვარდიის პოლკი. გაუქმდა 1918 წლის დასაწყისში.

ლიტერატურარედაქტირება