უილიამ კემპბელი

ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერ-ბიოქიმიკოსი

უილიამ სესილ კემპბელი (ინგლ. William C. Campbell; დ. 28 ივნისი, 1930, რამელტონი, ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო) — ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერ-ბიოქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1957, უისკონსინის უნივერსიტეტი მადისონში), დრიუს უნივერსიტეტის პროფესორი. 2015 წელს გაიყო ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში სატოსი ომურასა და ტუ იუიუსთან ერთად.[6] მათ შეძლეს ავერმეკტინების საფუძველზე წამლების ახალი კლასის გახსნა — სოკოების Streptomyces avermitilis ცხოველქმედობის პროდუქტები, რამაც ინვაზიების უფრო ეფექტურად მკურნალობას ხელი შეუწყო, რომლებსაც პარაზიტული ჭიები იწვევენ (კერძოდ ონქოცერკოზი და ელეფანტიაზი).

უილიამ კემპბელი
ინგლ. William Cecil Campbell
დაბ. თარიღი 28 ივნისი, 1930(1930-06-28)[1] [2] (93 წლის)
დაბ. ადგილი რამელტონი
მოქალაქეობა  ირლანდიის რესპუბლიკა
 აშშ
საქმიანობა პარაზიტოლოგი, ბიოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოქიმიკოსი, ქიმიკოსი და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი დრიუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი, დუბლინის ტრინიტის კოლეჯი და დუბლინის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[3] [4] და სამეფო საზოგადოების წევრი[5]

1952 წელს დაამთავრა ტრინიტი-კოლეჯი და სწავლის გასაგრძელებლად აშშ-ში გადავიდა. 1957 წელს დაიცვა ფილოსოფიის დოქტორის (PhD) დისერტაცია უისკონსინის უნივერსიტეტში მადისონში.

ჯილდოები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება