უესტმორლენდის ოლქი (ვირჯინია)

ოლქი აშშ-ში, ვირჯინიის შტატი

უესტმორლენდის ოლქი (ინგლ. Westmoreland County) — ოლქი ვირჯინიის შტატის ჩრდილოეთში. 2000 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 16 718 ადამიანს. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი არის მონტროზი.

ვირჯინიის შტატის რუკა, წითლად აღნიშნულია უესტმორლენდის ოლქი

ისტორია რედაქტირება

უესტმორლენდის ოლქში დაიბადნენ ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი; ჯეიმზ მონრო, ამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე პრეზიდენტი და გენერალი რობერტ ლი, კონფედერაციის ჯარის სარდალი.

გეოგრაფია რედაქტირება

აშშ-ის სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით ოლქის მთლიანი ფართობი შეადგენს 654 კმ². აქედან 594 კმ² შეადგენს ხმელეთს ხოლო 61 კმ² წყალს, ანუ მთლიანი ტერიტორიის 9.29% არის წყალი.

დემოგრაფია რედაქტირება

2000 წლის აღწერის მიხედვით ოლქში არის 16 718 მოსახლე, 6 846 კომლი და 4 689 ოჯახი. მოსახლეობის 65.41% წარმოადგენს თეთრკანიანებს, 30.89% – შავკანიანებს, 0.36% - ადგილობრივ ამერიკელებს (ე.წ. ინდიელები), 0.36% - აზიელებს, 3.05% სხვა რასის წარმომადგენლები არიან და 3.46% - ლათინო ამერიკელები.

ქალაქები რედაქტირება