ვარჩა
ვარჩა[2][3] — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ბაბუშარის თემი). მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მ, გულრიფშიდან 21 კმ, დრანდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ხე-ტყის დასამუშავებელი საამქრო, დასასვენებელი ბაზა. სახელწოდებას საფუძვლად უდევს მეგრული „ოჩეს“ („დიდი ყანა“) ვარიანტი „ორჩე“, რომლისგანაც მიიღეს აფხაზური უარჩა. 1886 წელს სოფელი ავარჩე იხსენიება გუმისთის უბანში. 1930 წელს უარჩე ბაბუშარას თემში შედიოდა.[4].
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა რედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 183-184.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 315.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობა, 1989
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 66.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 41.
- ↑ ხორავა ბ., ცხადაია პ., აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 91.