უარის კულტურაინკებამდელი ცივილიზაცია პერუში („შუა ჰორიზონტი“). გავრცელებული იყო თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე და მოიცავდა წყნარი ოკეანის სანაპიროსა და ცენტრალურ ანდებს. არსებობდა ძვ. წ. 500ახ. წ. 900 წწ–ში. კულტურისათვის დამახასიათებელი ძეგლები აღმოჩენილია ქალაქების კინუასა და ჩიკლაიოს მახლობლად. კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია ტორო-მუერტოს პეტროგლიფები. მთავარი ქალაქი იყო უარი, რომელიც მდებარეობდა დღევანდელ ქალაქ აიაკუჩოს მახლობლად.

უარის კულტურის კერამიკული ნიმუში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება