უადი-რუმი
უადი-რუმი (არაბ. وادي رم), ასევე ვნობილი, როგორც მთვარის ხეობა (არაბ. وادي القمر) — ქვიშაქვისა და გრანიტის კლდეებში ამოკვეთილი ხეობა სამხრეთ იორდანიაში, ქალაქ აკაბიდან 60 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს უდიდეს უადის იორდანიაში. სიტყვა რუმი არამეული წარმომავლობისაა და ნიშნავს მაღალს, აზიდულს. არაბულად წარმოთქმისათვის, არქეოლოგებმა ის გადმოსცეს როგორც უადი-რუმი. უმაღლესი წერტილია უმ-დამის მთა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1 800 მეტრია.
უადი-რუმი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იორდანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 29°34′35″ ჩ. გ. 35°25′11″ ა. გ. / 29.57639° ჩ. გ. 35.41972° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2011 (35-ე სესია) |
ნომერი | 1377 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ისტორია
რედაქტირებაპრეისტორიული ხანიდან უადი-რუმი ადამიანთა მრავალი კულტურით იყო დასახლებული, მათ შორის იყვნენ ნაბატეველები, რომლებმაც თავიანთ კვალი კლდის მხატვრობასა და ტაძრებში დატოვეს. 2007 წლისთვის, რუმსა და მის შემოგარენში ბედუინთა რამდენიმე ტომი სახლობდა.
დასავლეთში, უადი-რუმი უკეთაა ცნობილი მისი კავშირით ბრიტანელ ოფიცერთან — თომას ედვარდ ლოურენსთან, რომელიც აქ ოპერაციებს უძღვებოდა 1917–18 წლების არაბული ამბოხისას. 1980-იან წლებში, უადი-რუმის ერთ-ერთ კლდის ფორმაციას „სიბრძნის შვიდი სვეტი უწოდეს“, ლუორენსის წიგნის სამახსოვროდ.
2011 წელს, უადი-რუმი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1377 ინგლ. • რუს. • ფრ. |
- Wadi Rum Rock page
- Photos from Wadi Rum დაარქივებული 2009-02-02 საიტზე Wayback Machine.
- Wadi Rum Gallery დაარქივებული 2012-05-02 საიტზე Wayback Machine. Spectacular sunset at Wadi Rum
- Wadi Rum photo pool
- Extensive Wadi Rum photo gallery
- Wadi Rum photo gallery, natural formations, and scenery
- Photos Wadi Rum at Pasaporteblog.com (ესპანური)