უსურვაზი

(გადამისამართდა გვერდიდან ტყის ვაზი)

უსურვაზი (ლათ. Vitis silvestris) — ორსახლიანი მცენარე ვაზისებრთა ოჯახისა. ლიანა ან მიწაზე გართხმული ბუჩქია. აქვს მუქი ლურჯი (იშვიათად თეთრი) ნაყოფი. გემოთი იგი მომჟავო-ტკბილია და სიმწკლარტე დაჰკრავს.

უსურვაზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ვაზისებრნი
სახეობა:  უსურვაზი
ლათინური სახელი
Vitis silvestris

იზრდება ევროპაში, კავკასიაში, შუა აზიასა და ირანში მდინარეთა ხეობაში (მთის ტყეებში 1500-1800მ-მდე). ყინვა- და გვალვაგამძლეა, მდგრადია ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ, ადვილია მისი შეჯვარება კულტურულ ვაზებთან, რის გამოც იყენებენ ახალი ჯიშების მისაღებად.

ლიტერატურა რედაქტირება