ტყიანი ქედი
ტყიანი ქედი (რუს. Лесистый хребет) — ქედი რუსეთში, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთის ყველაზე დაბალი მეწინავე სერი. სიმაღლე 900 მ-მდე. დაბალი მთების, ბორცვების ჯაჭვებისა და განცალკევებული მაღლობების ერთობლიობაა, რომელიც გადაჭიმულია კავკასიონის მთავარი ქედის პარალელურად. წარმოადგენს კუესტას, რომელიც აგებულია ნეოგენური კირქვებით, ნიჟარქვებითა და კონგლომერატებით. მდინარეებს კუმასა და ბაქსანს შორის წყვეტილია. მდინარე კუმის აუზში რელიეფი მკვეთრად არ არის გამოხატული. დიდწილად ტყიანია, რის გამოც ეწოდა აღნიშნული სახელწოდება.
ტყიანი ქედი | |
---|---|
არდონის ხეობა | |
კოორდინატები: 42°52′ ჩ. გ. 45°55′ ა. გ. / 42.867° ჩ. გ. 45.917° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 900 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტყიანი ქედი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)