ნოდარ ტურძელაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ტურძელაძე, ნოდარ)

ნოდარ ტურძელაძე (დ. 1 დეკემბერი, 1986) — ქართველი პოლიტიკოსი.

ნოდარ ტურძელაძე
საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია

დაბადებული1 დეკემბერი, 1986 (1986-12-01) (37 წლის)
საარჩევნი ოლქივაკე
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მეუღლედიახ
შვილები2

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1986 წლის 1 დეკემბერს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სახელმწიფო მართვის სპეციალობით. დაამთავრა ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის ქალაქის მართვის სერთიფიცირებული პროგრამა და ამავე სკოლის ადგილობრივი თვითმართველობის სამაგისტრო პროგრამა, სადაც მას მიენიჭა სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. 2005-2014 წლებში მუშაობდა „საქრუსენერგოს“ სამეურნეო საქმიანობის ინსპექტორად, სამეურნეო სამსახურის უფროსად და ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2014-2015 წლებში იყო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2015 წელს გახდა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე. ამავე წელს გახდა ვაკის რაიონის გამგებელი.

2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება