ტურფასებრნი

მწერების ოჯახი

ტურფასებრნი (ლათ. Calopterygidae) — თანაბარფრთიანი ნემსიყლაპიების (Zygoptera) ოჯახი. აქვთ ფართო, ძლიერ ფოროვანი ფრთები, რომელთა შლილი 60–75 მმ-ია. მამლის სხეულის შეფერილობა ჩვეულებრივ ლითონისებრად მბზინავი ლურჯია; სახელი ეწოდებათ ლამაზი შესახედაობის გამო. ცნობილია 170-ზე მეტი სახეობა. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე.[1] საქართველოში აღსანიშნავია სამეგრელოს ტურფა (Calopteryx mingrelika), რომელიც კავკასიის ენდემური სახეობაა[2] და შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[3] მამლებისათვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული ტერიტორიული ქცევა წყალთან. მატლები მდინარი წყლების ბინადრები არიან.[1]

ტურფასებრნი

Calopteryx virgo
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნემსიყლაპიები
ქვერიგი:  თანაბარფრთიანი ნემსიყლაპიები
ოჯახი:  ტურფასებრნი
ლათინური სახელი
Calopterygidae (Selys, 1850)

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Рязанова Г. И. Красотки // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 650.
  2. სამეგრელოს ტურფა. National Geographic საქართველო. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2021
  3. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2021