ტუნისის აღორძინების პარტია

ტუნისის აღორძინების პარტია ან ნაჰდა (არაბ. النهضة: ხიზბ ალ-ნაჰდა) - ისლამისტური პარტია ტუნისში. პარტია დაარსდა ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, სახელწოდებით „ისლამური ძმობა“. პარტია თითქმის მთლიანად გაანადგურა ახალმა პრეზიდენტმა ზინ ელ-აბიდინ ბენ ალმა. ლიდერი რაშიდ ალ-ღანუში ქვეყნიდან გაიქცა, პარტიის ოფიციალური მედია-ორგანო დაიხურა, ხოლო მისი რედაქტორი დააპატიმრეს. ტუნისის რევოლუციის შემდეგ პარტია აღდგა და მისი ლიდერიც დაბრუნდა ქვეყანაში.

النهضة‎‎
ტუნისის აღორძინების პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი რაშიდ ალ-ღანუში
გენერალური მდივანი ჰამიდ ჯებალი
ისტორია
დაფუძნდა 1989
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი, ისლამიზმი
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია მუსლიმანური ძმობა
ფერები ლურჯი, წითელი

პარტიამ საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევნებში დაიკავა პირველი ადგილი და მიიღო 217-დან 90 მანდატი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება