ტუნგურაუა
ტუნგურაუა (ესპ. Tungurahua) — აქტიური სტრატოვულკანი ეკვადორში. ვულკანის სახელწოდებიდან მომდინარეობს ტუნგურაუის პროვინციის სახელი. ვულკანი 1999 წლის 19 აგვისტოს გააქტიურდა და მას შემდეგ რემდენჯერმე ამოიფრქვა.[2] უახლესი ამოფრქვევა 2016 წლის 26 თებერვლიდან იმავე წლის 16 მარტამდე გაგრძელდა.[3] [4]
ტუნგურაუა | |
---|---|
tʊŋɡʊˈrɑːwə | |
კოორდინატები: 1°28′12″S 78°26′41″W / 1.4700° ს. გ. 78.4447° დ. გ.კოორდინატები: 1°28′12″S 78°26′41″W / 1.4700° ს. გ. 78.4447° დ. გ. | |
ქვეყანა | ეკვადორი |
სიმაღლე | 5 023 მ |
მთის მასივი | ანდები |
ასაკი | ჰოლოცენი |
პირველი ასვლა | ალფონს სტუბელი და ვილჰემ რეისი, 1873 წელი |
ტუნგურაუა ზღვის დონიდან 5023 მეტრს აღწევს. მდებარეობს ცენტრალური ეკვადორის ანდებში, კიტოს სამხრეთით 140 კმ-ში. ახლომდებარე აღსანიშნავი მწერვალებია ჩიმბორასო (6263 მ) და ელ-ალტარი (5319 მ). ვულკანი დაჰყურებს ქალაქ ბანოს-დე-აგუა-სანტას, რომელიც ვულკანის კალთაზე მდებარეობს, მწვერვალის ჩრდილოეთით 8 კმ-ში. ტუნგურაუა სანგაის ეროვნული პარკის ნაწილია.
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, სახელწოდება „ტუნგურაუა“ (tʊŋɡʊˈrɑːwə) მომდინარეობს კეჩუას ენიდან, სიტყვიდან „ტუნგური“ (tunguri), რომელიც ნიშნავს „ყელს“, და სიტყვიდან „რაუა“ (rahua), რომელიც ნიშნავს „ცეცხლს“.[5] ასევე, ტუნგურაუა ცნობილია როგორც „შავი გოლიათი“. ადგილობრივ მითოლოგიაში ვულკანს Mama Tungurahua ("დედა ტუნგურაუა")-ს უწოდებენ.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑
- Tungurahua (ინგლისური) — სტატია გლობალური ვულკანიზმის პროგრამიდან
- ↑ „Tungurahua volcano erupts in Ecuador“. NBC News. 19 Aug 2012.
- ↑ Global Volcanism Program. Smithsonian Institution. ციტირების თარიღი: 2023-11-25
- ↑ „Tungurahua volcano“ (ინგლისური). 19 Feb 2018.
- ↑ 5.0 5.1 „In the shadow of the Tungurahua volcano“. BBC News. 7 September 2006.)