ტუმუკ-უმაკი

(გადამისამართდა გვერდიდან ტუმუკ-უმაკის მთები)

ტუმუკ-უმაკი (ნიდერლ. Toemoek-Hoemakgebergte, პორტ. Serra do Tumucumaque, ფრანგ. Monts Tumuc Humac) — მთათა სისტემა სამხრეთ ამერიკაში, გადაჭიმულია დაახლოებით 120 კილომეტრის სიგრძეზე ბრაზილიის, სურინამისა და საფრანგეთის გვიანის სამხრეთ საზღვართან. აპალამის და ვაიანას ხალხების ენაზე Tumucumaque ნიშნავს: „კლდეები, რომლებიც შამანებსა და სულებს შორის ბრძოლის სიმბოლოა“. ქედი თითქმის მიუდგომელია.

მდინარეები მარონი და ოიაროკი სათავეს ტუმუკ-უმაკის მთებში იღებენ. მარონი (ნიდერლ. Marowijne) ქმნის საზღვარს სურინამსა და ფრანგულ გვიანას შორის, ხოლო ოიაროკი (პორტ. Oiapoque) ბრაზილიასა და ფრანგულ გვიანას შორის.

ტუმუკ-უმაკის მთები არის ტუმუკუმაქუს ნაწილი, რომელიც თავის მხრივ შედის გვიანას მთიანეთში. გეოგრაფიულად ისინი ყოფენ ამაზონის აუზს და ატლანტის სანაპიროს. ტუმუკ-უმაკის პლატო დაფარულია ტყეებით.

ბრაზილიაში ტუმუკუმაკუს ეროვნული პარკი მოიცავს ტუმუკ-უმაკის მთიან ტერიტორიას, პარასა და ამაპას შტატებში. ეს არის ბრაზილიის უდიდესი ეროვნული პარკი და ტროპიკული ტყეების მსოფლიოში ყველაზე დიდი დაცული ტერიტორია. უმაღლესი მწვერვალი არის 701 მეტრის სიმაღლის, რომელიც მდებარეობს ამაპას შტატში.[1]

ფრანგული ფილმს Tumuc Humac (გადაღებული 1970-ში, რეჟისორი ჟან-მარი პერიერი), სახელი ეწოდა ამ მთების პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება