ტულუს ჰოსტილიუსი

(გადამისამართდა გვერდიდან ტულიუს ჰოსტილიუსი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტულუს ჰოსტილიუსი (Tullus Hostilius) — რომის მესამე მეფე. (ძვ. წ. 710ძვ. წ. 641)

ტულუს ჰოსტილიუსი

წარმოშობა და მეფედ არჩევა

რედაქტირება

ტულუს ჰოსტილიუსის ბაბუა რომულუსის თანამებრძოლი იყო და დაიღუპა საბინელებთან ბრძოლაში, როდესაც ისინი რომში შევიდნენ. ხასიათით იგი თავის მეომარ ბაბუას და რომულუსს ჰგავდა. ნუმა პომპილიუსის სიკვდილის შემდეგ სახალხო კრებამ იგი აირჩია მეფედ.

მმართველობა

რედაქტირება

ახალ მეფეს მიაჩნდა, რომ ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი ხელს არ უწყობს რომაელთა საბრძოლო შემართებას, ამიტომ მან გადაწყვიდა ალბა ლონგასთან ომის დაწყება. მიზეზი მარტივი იყო - დრო და დრო ალბა ლონგელი და რომაელი მწყემსები ერთმანეთს პარავდნენ საქონელს. ორივე მეფემ ერთდროულად გააგზანა ერთმანეთთან ელჩები, რათა ზარალის ანაზღაურება მოეთხოვათ, ხოლო უარის შემთხვევაში ომი უნდა დაეწყოთ. ტულუსმა თავის ელჩებს უბრძანა ყურადღება არ გაეფანტათ, პირდაპირ მისულიყვნენ მეფესთან და განეცხადებინათ მისთვის პრეტენზიები, უარის შემთხვევაში კი ომი გამოეცხადებინათ და მაშინვე უკან დაბრუნებულიყვნენ. ელჩები სწორედ ასე მოიქცნენ.

ხოლო ალბა ლონგელი ელჩები მეფემ კარგად მიიღო, გამართა ნადიმები და იქამდე არ ათქმევინა სათქმელი სანამ მისი ელჩები არ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ მან დაიბარა ალბა ლონგელი ელჩები და ათქმევინა მათი პრეტენზიები, როდესაც ჩამოსულებმა სიტყვა დაასრულეს, ტულუსმა განუცხადა რომ მისი ელჩები პირველები მივიდნენ ალბა ლონგას მეფესთან და მან ომი უკვე გამოაცხადა.

ორივე მხარე საგულდაგულოდ მოემზადა საომრად. ალბა ლონგელთა ჯარი პირველი შემოიჭრა რომის მიწებზე და ქალაქის მახლობლად დაბანაკდა. მათი მეფე ამ ბანაკში გარდაიცვალა და მათ დიქტატორი აირჩიეს. მეფის სიკვდილი ტულუსმა ღმერთთა ნიშნად მიიღო. ერთ ღამეს იგი ჩუმად გავიდა ქალაქიდან ჯართან ერთად, გაცდა ალბა ლონგელთა ბანაკს და მათ ქალაქისკენ დაიძრა, როდესაც დიქტატორმა ეს გაიგო, იგი იძულებული გახდა დადევნებოდა რომაელებს. როდესაც ორი ჯარი შეხვდა ერთმანეთს ალბა ლონგელმა დიქტატორმა შესთავაზა ტულუსს ტყუილად არ დაეღვარა სისხლი, რადგან მათ ერთმანეთის გარდა უფრო ძლიერი მტერი - ეტრუსკები ჰყავდათ, ხოლო გამოეყვანა სამი მეომარი თავისი ჯარიდან რომლებიც მოწინააღმდეგის სამ მეომარს შეერძოლებოდნენ, ვინც გაიმარჯვებდა, მისი ქალაქი იქნებოდა გამარჯვებული და იბატონებდა დამარცხებულ ქალაქში.

 
ჰორაციუსების ფიცი

სამი რომაელი მეომრიდან ორნი დაიღუპნენ, ხოლო მესამემ სძლია დაჭრილ ალბა ლონგელ მეომრებს და გაიმარჯვა. ალბიელთა დიქტატორი უსიტყვოდ დაემორჩილა ტულუსს. მაგრამ მშვიდობა ხანგრძლივი არ იყო.

დიქტატორი მეტიუსი ხალხის უკმაყოფილებამ აიძულა რომის წინააღმდეგგ დაეწყო მოქმედებები, იგი ხვდებოდა რომ საომარი რესურსები არ გააჩნდა, ამიტომ მან ყველანაერად სცადა გადაემტერებინა რომისთვის ფიდეას მოსახლეობა. როდესაც ეს კონფლიქტი ჩაცხრა, ტულუსმა მოუხმო მეტიუსს ჯარით გამოსულიყო ეტრუსკების წინააღმდეგ.

ალბა ლონგელები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ, მიუხედავად ამისა რომაელებმა ბრძოლა მოიგეს და მტრის არმია სასტიკად დაამარცხეს. ბრძოლის შემდეგ მეტიუსი ლაშქარითურთ დაბრუნდა რომაელთა ბანაკში და მოულოცა მეფეს გამარჯვება. მეორე დილას ტულუსმა ბრძანა ორივე ჯარი შეკრებილიყო მის მოსასმენად, წინ ალბა ლონეგელები დააყენეს ხოლო მათ გარშემო რომაელები. აქ მან წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც მეტიუსის ღალატი ამხილა და გასცა მისი მოკვლის ბრძანება, ხოლო ალბელებს მოუწოდა რომში გადმოსახლებისკენ, რათა შეექმნათ საერთო სახელმწიფო. ამრიგად ქალაქი დაინგრა და რომს ახალი მოსახლეობა შეემატა.

ალბა ლონგელი უხუცესები სენატს მიემატნენ, ტულუსმა სენატის სხდომებისთვის კურია ააშენა. რომი კი გაიზარდა და გაფართოვდა. ალბალონგელი მხედრებისგან 30 რაზმი ჩამოყალიბდა.

ამ ძალებზე დაყრდნობით რომაელებმა საბინელებს გამოუცხადეს ომი. ორივე მხარე საგულდაგულოდ მოემზადა საომრად და რომაელებმა გაიმარჯვეს.

შემდგომი დამპყრობლური პოლიტიკის განხორციელებაში მეფეს ხელი ავადმყოფობამ შეუშალა. ტულუსმა ჩათვალა, რომ ღმერთები განარისხა და ამიტომ გახდა ავად. ნუმა პომპილიუსის წმინდა ჩანაწერების მიხედვით მან დაიწყო რიტუალების შესრულება, მან ან სწორად ვერ აღასრულა რიტუალი ან საერთოდ არასწორ რიტუალს ასრულებდა, მაგრამ მის სასახლეს მეხი დაეცა და იგი დაიწვა. მისი მეფობა 32 წელი გრძელდებოდა.

წყაროები

რედაქტირება

ტიტუს ლივიუსი "რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან


წინამორბედირომის მეფეშემდგომი
ნუმა პომპილიუსიძვ. წ. 673-ძვ. წ. 641ანკუს მარციუსი