ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტუიდ-ჰედსი (ინგლ. Tweed Heads) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში. ქალაქი არის ახალი სამხრეთი უელსის შტატის დასახლებული პუნქტი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 7525 ადამიანს[1]. ტუიდ-ჰედსი 830 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის, ხოლო 104 კილომეტრით დაცილებულია ქალაქ ბრიზბენს. ტუიდ-ჰედსი მდებარეობს ორი შტატის, ახალი სამხრეთი უელსის და კვინსლენდის ოფიციალურ საზღვარზე. ქალაქში მიედინება მდინარე ტვიდი, რომელიც სწორედ აქ უერთდება ტასმანიის ზღვას. ტუიდ-ჰედსის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 1581.5 მმ-ს.

ქალაქი
ტუიდ-ჰედსი
ინგლ. Tweed Heads
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი ახალი სამხრეთი უელსი
კოორდინატები 28°11′35″ ს. გ. 153°33′40″ ა. გ. / 28.193306° ს. გ. 153.56111° ა. გ. / -28.193306; 153.56111
დაარსდა 1844
ცენტრის სიმაღლე 1
მოსახლეობა 7525 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+10, ზაფხულში UTC+11
საფოსტო ინდექსი 2485
ტუიდ-ჰედსი — ავსტრალია
ტუიდ-ჰედსი
ტუიდ-ჰედსი — ახალი სამხრეთი უელსი
ტუიდ-ჰედსი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-21.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუიდ-ჰედსი“-დან