ტუალეტის ქაღალდობანა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სკიბიდი ტუალეტის ქაღალდობანა — რაიმე ობიექტის (როგორც წესი, ხის, სახლის ან სხვა მსგავსი ზომის ნაგებობის, იშვიათად, ადამიანის) ტუალეტის ქაღალდით დაფარვა. ეს, როგორც წესი, ხდება ტუალეტის ქაღალდის მრავალი ხვეულის სროლით ისე, რომ ისინი ჰაერში გაიშალოს და გამიზნულ ობიექტზე დაეცეს. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ობიექტს ქაღალდი მთლიანად არ შემოეხვევა. ტუალეტის ქაღალდობანა გავრცელებული გარსართობია ამერიკელ მოზარდებში და ხშირია სკოლის (კოლეჯის, უნივერსიტეტის) საშინაო მოედანზე საფეხბურთო გუნდის თამაშისა (ჰოუმკამინგი) და სკოლის დამთავრების აღნიშვნისას, ასევე ჰელოუინის ღამეს.

აშშ-ის ზოგიერთ შტატში (მაგ. ტეხასი და ვირჯინია), ტუალეტის ქაღალდობანა ვანდალიზმად ითვლება და ჯარიმას ან რამდენიმე დღით ციხეში დამწყვდევას ითვალისწინებს. თუმცა ამგვარ უკიდურეს ზომებს პოლიცია იშვიათად მიმართავს. ტუალეტის ქაღალდობანას თან ახლავს კვერცხის დაშენა, კრიმინგი (კრემის წასმა), რამაც შესაძლოა კერძო საკუთრების სერიოზული ზიანი გამოიწვიოს. შესაბამისად, ტუალეტის ქაღალდობანა საშიშ ღონისძიებად ითვლება და მრავალ უბანს მის საწინააღმდეგოდ შეზღუდვები აქვს დაწესებული, მაგ. ჰოუმკამინგის წინ მაღაზიებს ეკრძალებათ ერთი კვირა ტუალეტის ქაღალდის გაყიდვა მოზარდებზე; ან პოლიციის აქტიური პატრულირება ჰოუმკამინგის ღამეს პოტენციური დამქაღალდებლების გამოსავლენად.

ტუალეტის ქაღალდობანა ზოგადად ითვლება, როგორც ხუმრობა ან გამასხარავება და მისი ობიექტები ხშირად ხდებიან მასწავლებელები, მეგობრები, სკოლის შენობები ან სხვა პოპულარული ფიგურები. მაგ. პოპულარულ ამერიკელ მოკრივე ჯიმი რეივს ჰყავს ფანები, რომლებიც მას საზოგადოებაში გამოჩენისას ტუალეტის ქაღალდს ესვრიან.

რესურსები

რედაქტირება