ტრიფონ თაბუკაშვილი
პედაგოგი, მეთოდისტი, საზოგადო მოღვაწე
ტრიფონ თაბუკაშვილი (დ. 13 თებერვალი, 1866, ფარცხნალი, საქართველო — გ. 11 იანვარი, 1926, თბილისი, საქართველო) — ქართველი პედაგოგი, მეთოდისტი, საზოგადო მოღვაწე.
ტრიფონ თაბუკაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 თებერვალი, 1866[1] |
გარდ. თარიღი | 11 იანვარი, 1926[1] (59 წლის) |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ფარცხნალში. 1886 წელს დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ძიმითის დაწყებით სკოლაში, ხონის საოსტატო სემინარიაში, თბილისის ცენტრალურ საპედაგოგო ინსტიტუტში. ავტორია სახელმძღვანელოების: „განთიადი", 1923 წელს - შრომის სკოლის II და III ჯგუფებისათვის, 1923 წელს - „მეთოდიკური შენიშვნები გრამატიკის სწავლების შესახებ", 1924 წელს - „აისი", 1925 წელს - „სასვენი ნიშნების ხმარება", და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 418.