ტრირის აუგუსტა-ვიქტორიას გიმნაზია

ტრირის აუგუსტა-ვიქტორიას გიმნაზია (შემოკლებით ა-ფაუ-გე, Das Auguste-Viktoria-Gymnasium - AVG) - გიმნაზია ტრირში, რომელიც 1879 წელს დაარსდა როგორც საქალაქო სკოლა და სულ მალე კი სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებად იქცა.

ისტორია რედაქტირება

გიმნაზიამ შეცვალა ნეტარ მონაზონთა ეკლესიასთან არსებული ქალთა სკოლა, რომელიც პრუსიის კულტურკამპფის ტალღაზე წარმოქმნილი ნეტარ მონაზონთა ეკლესიის ბაზაზე არსებობდა.

1913 წლიდან მოყოლებული სკოლა ატარებს კაიზერ ვილჰელმ II-ის მეუღლის აუგუსტა ვიქტორიას სახელს.

სკოლის პროფილი რედაქტირება

ტრირის აუგუსტა-ვიქტორიას გიმნაზია წარმოადგენს ორენოვან სკოლას. გერმანულ-ინგლისური ორენოვანი სწავლება ქალაქ ტრირისა და მისი შემოგარენის მასშტაბით მხოლოდ ამ სკოლაში არის შესაძლებელი.

ორსაათიანი დამატებითი მეცადინეობა ინგლისურში მე-5 და მე-6 კლასებში იწყება, ხოლო მე-7 კლასში გეოგრაფიისა და ისტორიის საათების სავალდებულო რაოდენობაზე ერთი აკადემიური საათის დამატებით ხსენებულ საგნებს ასწავლიან ინგლისურ ენაზე პარციალურ-სელექციური მეთოდის მიხედვით.

ორენოვანი სწავლების წარმატებულად გავლის შემთხვევაში მოსწავლე სკოლის დასრულებისას იღებს ორენოვან, გერმანულ-ინგლისურ აბიტურს, რაც ნებისმიერ ინგლისურენოვან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს მსურველს.

სასწავლო პროცესში მთავარი აქცენტი აგრეთვე კეთდება მათემატიკა-ინფორმატიკა-საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, რაც გამოიხატება შესაბამისი საგნების გაძლიერებულ პროგრამებში, ასევე გახანგრლივებულ სწავლებაზე.

დღესდღეობით სკოლაში, მე-5-დან მე-13 კლასებამდე დადის 2 000 მოსწავლე.

პროექტები რედაქტირება

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ინდოეთში სკოლების აღმშენებლობის პროექტში, რის გამოც აუგუსტა-ვიქტორიას გიმნაზია 1996 წელს მიღებული იქნა იუნესკოს მართული პროექტების სკოლათა წრეში. გიმნაზია მონაწილეობას იღებს კომენიუს-რეგიო-პროექტებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება