ტრეფორი
ტრეფორი — სოფელი ლინის ნახევარკუნძულზე (უელსურ ენაზე - პენრილ ლინი), გვინედში (უელსი). მოსახლეობა 1560 ადამიანს შეადგენს.
მდებარეობა და პირობები
რედაქტირებასოფელს უერთდება პატარა ნავსადგური და სანაპირო.
სოფლის უკანა ნაწილში მდებარეობს მთა ირ-ეიფლი და ახლომდებარე ბორცვები. 1850 წელს აქ გაიხსნა გრანიტის კარიერი. ინდუსტრიული რკინიგზა გაიხსნა 1865 წელს და ემსახურებოდა კარიერიდან ნაპირზე ქვის გადაზიდვას. მოგვიანებით იგი საგზაო ტრანსპორტმა შეცვალა და რკინიგზა 1960 წელს დაიხურა. ტრეფორის გრანიტი გამოიყენება ხვეული ქვის დამზადებისას. [1] სოფელში ერთი სკოლაა, ისგოლ ირ ეიფლი.
ირ ეიფლი წარმოადგენს სამი მაღალი ბორცვისგან შემდგარ სისტემას, რომლებიც ტრეფორის თავზე ჰორიზონტს ფარავენ. ტრე'რ კეირი, აქედან რიგით მეორე ყველაზე მაღალი ბორცვი, წარმოადგენს ევროპაში ქვის ან ნეოლითის ხანების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. მზიან დღეს ხედი მწვერვალიდან ვრცელდება ირლანდიამდე, კარდიგანის ყურემდე, ანგლსის კუნძულამდე, სნოუდონიამდე და ინგლისის ჩრდილოეთის მთებამდე. ყველაზე მაღალი, ცენტრალური მწვერვალი, 564 მეტრის სიმაღლის მქონე, გარნ განოლის სახელით არის ცნობილი. ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ყველაზე მცირე მწვერვალი, გარნ ფორი, სადაც კარიერი იწყება.
სოფელში არის საფეხბურთო კლუბი, რომელიც 2000-2001 წლების სეზონში წარმატებულად მონაწილეობდა. მთელი ისტორიის მანძილზე, 2001-2002 წლის სეზონში მან ერთი თასი მოიპოვა. სოფელში აგრეთვე არის კლუბი Clwb Y Twr, რომელშიც თამაშობენ პულისა და სასროლი შუბების გუნდები. იგი ყოველდღე მუშაობს და მასპინძლობს ბევრ გასართობ ღონისძიებას.
სოფელში ორი მთავარი დაწესებულება მუშაობს - მაღაზია და საფოსტო განყოფილება. ჩრდილოეთ ნაწილში საბავშვო მოედანია. აქედან გზა სანაპიროსთან გადის.
ტრეფორის ნავსადგურის კედლის მეორე მხარეს სერფინგის საშუალება არის. ახლოს მდებარეობს პირსი, რომელიც უსაფრთხოების მიზნით მნახველებისთვის დახურულია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-10. ციტირების თარიღი: 2012-11-01.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაკოორდინატები: 52°59′36″N 4°25′35″W / 52.993286° ჩ. გ. 4.426307° დ. გ.