პავლე ტრეტიაკოვი

(გადამისამართდა გვერდიდან ტრეტიაკოვი, პავლე)

პავლე მიხეილის ძე ტრეტიაკოვი (რუს. Павел Михайлович Третьяков; დ. 27 დეკემბერი, 1832 — გ. 16 დეკემბერი, 1898) — რუსი მეწარმე, კოლექციონერი, ხელოვნების წამახალისებელი და ფილანთროპი, რომლის სახელი ჰქვია ტრეტიაკოვის გალერეას მოსკოვში.

ტრეტიაკოვის პორტრეტი რეპინის შესრულებით

ტრეტიაკოვმა განათლება შინ მიიღო. 1850-იანი წლების დასაწყისში მემკვიდრეობით მამამისის საწარმო ერგო, რის საფუძველზეც მოგვიანებით მომგებიანი ტექსტილის ბიზნესი შექმნა. მოსკოვის სხვა ბიზნესმენებთან ერთად დააარსა მოსკოვის სამეწარმეო ბანკი (მისი მეთაური იყო), მოსკოვის კომეციული და ინდუსტრიული კომპანია და რამდენიმე სხვა მსხვილი ფირმა. ცხოვრების განმავლობაში დიდი ქონება მოაგროვა (4,4 მილიონი რუბლი), რომელიც უძრავი ქონების, ფასიანი ქაღალდებისა და ნაღდი ფულისგან შედგებოდა.

ტრეტიაკოვი ხელოვნები ნიმუშების შეგროვებას 24 წლის ასაკიდან 1854 წელს იწყებს; მისი პირველი შენაძენი იყო ძველ ჰოლანდიელ ხელოვანთა 10 ფერწერული ტილო. მას შემდეგ მოწოდებად იხდის რუსული ეროვნული გალერეის შექმნას. მის კოლექციაში მრავალი უნიკალური ნიმუშია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება