ტრასი
ტრასი (გერმ. Trass) — ვულკანური ტუფების ჯგუფის მკვრივი და ღია ფერის ქანი,[1] რომელიც მდიდარია ამორფული კაჟმიწით, შეიცავს ნაწილობრივ გაცეოლითებულ ვულკანური მინის წვრილ ნატეხებს. ტრასი ვულკანური ტუფია: პემზის, ტრაქიტის, ბაზალტისა და შიფერის ნატეხების კონგლომერატი.[2] იყენებენ საზღვაო მშენებლობისათვის განკუთვნილი პორტლანდცემენტის წარმოებაში.[3]
ტრასი | |
---|---|
ტრასი | |
ცნობები | |
ტიპი | ვულკანური |
გამოიყენება | მშენებლობაში |