ტრაპერი (ინგლ. traper)— ჩრდილოეთ ამერიკაში ბეწვიან ნადირზე მონადირე; ტრაპერები უპირატესად ხაფანგებით ნადირობენ.

ევროპელების მიერ ჩრდილოეთი ამერიკის ათვისებიდან მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებამდე ბეწვიან ნადირზე ნადირობა განსაკუთრებულად იყო განვითარებული, რადგან ძვირფასი ბეწვი ვაჭრობასა და ექსპორტში ძირითად მასალას წარმოადგენდა.

მართალია, ბეწვეულის მოპოვება პროფესიად მიიჩნევა, ტრაპერთათვის ნადირობა შემოსავლის ერთადერთი წყარო არ ყოფილა. ეს განპირობებული იყო შინაური ცხოველების კონკურენციითა და ძვირფასი ბეწვის მქონე ნადირის იშვიათობით. ნადირის არაერთი სახეობა ლამის ბოლომდე განადგურდა, ამიტომაც ჩვენს დროში ბევრ ჯიშზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია. ეს მეტწილად მტაცებელ მხეცებს ეხება, ძირითადად კი ჟღალ ფოცხვერს, რომლის პოპულაციაც იმდენად შემცირებულია, რომ ნადირის და ნადავლის ბუნებრივი თანაფარდობა ირღვევა.

ცხოველთა დაცვის საზოგადოება მსგავსი ნადირობის წინააღმდეგ გამოდის, განსაკუთრებით კი ხაფანგებით ნადირობისა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dietmar Kuegler: In der Wildnis die Freiheit – Trapper, Mountain Men, Pelzhändler – Der amerikanische Pelzhandel. Verlag für Amerikanistik, Wyk 1989, ISBN 3-924696-33-0