პორტ-საიდის სტადიონის ტრაგედია
პორტ-საიდის სტადიონის ტრაგედია — 2012 წლის 1 თებერვალს, ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდში მოხდა. ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „ალ-მასრსა“ და კაიროს საფეხბურთო კლუბ „ალ-აჰლს“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩი ანგარიშით 3-1 დასრულდა. მატჩის დასრულებისას ორივე გუნდის გულშემატკივრები მოედანზე ჩავიდნენ და მასობრივი ჩხუბი წამოიწყეს, რასაც სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა: დაიღუპა 79 და დაშავდა 1000-ზე მეტი კაცი. ფეხბურთელებმა თავს გასახდელში გაქცევით უშველეს. ტრაგედიის შემდეგ ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის ყველა მატჩი გაურკვეველი ვადით გადადო. მალევე აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა კაიროს სტადიონებს ცეცხლი წაუკიდეს. ეგვიპტის პოლიციამ 50-მდე კაცი დააპატიმრა, ქალაქის ქუჩებში ეგვიპტის არმია გამოჩნდა. კაიროს მმართველი პირები გადააყენეს.
გამოძიება და სასამართლო პროცესი
რედაქტირება2013 წლის იანვარში ეგვიპტის სასამართლომ 73-დან 21 დაპატიმრებულს სიკვდილი მიუსაჯა. ამის გამო სიკვდილმისჯილთა ნათესავებმა და მეგობრებმა საპატიმროზე შტურმი მოაწყეს. მათ მმართველი ძალის ოპოზიციაც შეუერთდა. ეგვიპტის ხელისუფლება იძულებული გახდა ქალაქში არმია და საბრძოლო ტექნიკა გამოეყვანა. არეულობების დროს ორი პოლიციელი და 20 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 250-მდე კი დაშავდა.
მატჩის სპორტული დეტალები
რედაქტირებასტადიონი: პორტ-საიდი, პორტ-საიდი მაყურებლები: ? | ||||
---|---|---|---|---|
1 თებერვალი 2012 15:30 UTC+2 |
ალ-მასრი | 3:1 (0:1) | ალ-ახლი | მსაჯი: ? |
ზაქარია, 72', 83' ა. სისე, 90+2' |
ოქმი | ფაბიო ჯუნიორი, 11' |
|
|