მთავარი მენიუს გახსნა

ტრაპიზონის პროვინცია

თურქეთის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან ტრაბზონის პროვინცია)

ტრაპიზონის პროვინცია (თურქ. Trabzon ili) – პროვინცია (ილი) ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ტრაბზონი. მოიცავს 18 რაიონს.

ტრაპიზონის პროვინცია
თურქ. Trabzon ili
Trabzon districts.png
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი შავი ზღვის რეგიონი
ადმ. ცენტრი ტრაპიზონი
შიდა დაყოფა Akçaabat, Araklı, Arsin, Beşikdüzü, Çarşıbaşı, Çaykara, Dernekpazarı, Düzköy, Hayrat, Trabzon, Köprübaşı, Maçka, Of, Ortahisar, Şalpazarı, Sürmene, Tonya, Vakfıkebir და Yomra
კოორდინატები 41°00′00″ ჩ. გ. 40°00′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 40.00000° ა. გ. / 41.00000; 40.00000
ფართობი 6.685 კმ²
მოსახლეობა 807,903 (2018)[1]
სატელეფონო კოდი 462
საფოსტო ინდექსი 61000–61999
საავტომობილო კოდი 61
ISO 3166 კოდი TR-61[2]
ოფიციალური საიტი http://www.trabzon.gov.tr
Trabzon in Turkey.svg

გეოგრაფიარედაქტირება

ტრაპიზონის პროვინცია მოქცეულია ჩრდილოეთით შავ ზღვასა (114 კილომეტრიანი სანაპირო) და სამხრეთით ლაზეთის ქედს შორის. პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება რიზე, სამხრეთით – გუმუშჰანესა და ბაიბურთის პროვინციები, ხოლო დასავლეთით გირესუნის პროვინცია. პროვინციის ფართობია 4685 კმ2 მისი 22.4% დაბლობია, ხოლო 77.6% გორაკ-ბორცვიანი. პროვინციაში მიედინება მდინარეები დერიმენდერე, იანბოლუ, შურმენე, ფოლი, იიდერე, კოჰა, ბალთაჯი, სოლაკლი, კარადერე. პროვინციაში არის ტბები: უზუნგოლი, ჩაკირგოლი, სერა გოლუ.

მოსახლეობარედაქტირება

მოსახლეობა 763.714. ადამიანი (2010): ცხოვრობენ თურქები, ლაზები, პონტოელი ბერძნები. უდიდესი ქალაქებია: ტრაბზონი (215 ათ. ადამიანი, 2000), ქემალიე.

მოსახლეობა 2007 2008 2009 2010
სულ 740.569 748.982 765.127 763.714
ურბანული 396.646 390.797 408.103 415.652


პროვინციის მოსახლეობა, გარდა ურბანულისა, ძლიერ ტრადიციულია, რაც გულისხმობს გენდერული როლების ტრადიციულ განაწილებას, სოციალურ კონსერვატიზმს, სტუმარმასპინძლობის ძლიერ ტრადიციას, შრომისმოყვარეობას, ძლიერ ოჯახურ და ნათესაურ კავშირებს. შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობა ასევე ცნობილია მახვილგონიერებითა და იუმორის გრძნობით.

ღირსშესანიშნაობებირედაქტირება

ტრაპიზონის პროვინციის მთავარი ღირსშესანიშნაობები არის სუმელას მონასტერი და უზუნგელის ტბა. სუმელას მონასტერი მდებარეობს ქალაქ ტრაიზონიდან სამხრეთით, 50 კილომეტრზე. ის აგებულია სალ კლდეზე ხედით მწვანე ტყისკენ.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება