ტონი მაგნუსონი (დ. 23 თებერვალი, 1963) — შვედი ვეტერანი სკეიტერი და Osiris Shoes-ის წილის მფლობელი. ყურადღება მიიქცია იმით, რომ გამოიგონა რამდენიმე ტრიუკი. ამის შემდეგ (1988 წელს), თავის მეგობარ მაიკ ტერნასკისთან ერთად შექმნა სკეიტბორდის დაფების კომპანია "H-street Skateboards", რომელსაც ჰყავდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი.

H-street Skateboards-ის ლოგო

ახალგაზრდობარედაქტირება

დაიბადა სტოკჰოლმში. სრიალი დაიწყო 12 წლის ასაკში "Newporter"-ის სკეიტბორდზე. 16 წლის ასაკში დადგა არჩევანის წინაშე, ესწავლა კოლეჯში თუ გაეგრძელებინა ვარჯიში.

პროფესიონალური კარიერარედაქტირება

კარიერა დაიწყო 1983 წელს აშშ-ში, როგორც "Uncle Wiggly"-ს გუნდის წევრმა.

რამდენიმე წლის შემდეგ ტონის და ტერნასკის სურდათ, შეექმნათ ახალი კომპანია. ამისთვის მათ დახმარება სკეიტბორდინგის ინდუსტრიის იმდროინდელ ლიდერ ჯორჯ ჰემედს სთხოვეს და დააარსეს კომპანია "H-street Skateboards". მათ მოსწონდათ "Powell"-ის ვიდეოები, თუმცა არ ჰქონდათ საკმარისი ბიუჯეტი, რათა პროფესიონალურად გადაეღოთ და დაემონტაჟებინათ საკუთარი. სამაგიეროდ, ტერნასკიმ და მაგნუსონმა გადაწყვიტეს, რომ სახლის პირობებში დაემონტაჟებინათ ვიდეოები და მიეღოთ ახალი სკეიტერები "H-street"-ის გუნდში (რონ ალენი, მეტ ჰენსლი და 14 წლის დენი უეი).

მათი პირველი ვიდეო [1] განიხილება, როგორც გარდატეხა სკეიტბორდინგის ვიდეოების სფეროში. შემდეგ წელს მათ გამოუშვეს ახალი ვიდეო [2], რომელშიც გამოჩნდნენ "H-street"-ის გუნდის ახალი წევრები: ბრაიან ლოტი, ქოლბი კარტერი და სალ ბარბერი.

ტონი ასევე ინოვატორი იყო დაფის დიზაინში. მან შეიმუშავა ახალი კონსტრუქციის კონსეპტი და უწოდა "Hell Concave", რაც წარმოადგენდა ღრმა ჩაზნექილ ადგილს დაფის წინა და უკანა ნაწილთან.

მაიკ ტერნასკის გარდაცვალებარედაქტირება

1990 წელს მაიკ ტერნასკიმ დატოვა კომპანია "H-street" და დააარსა "PLAN B". ამასთან ერთად, ახალი კომპანიისთვის მან გაიყოლა რამდენიმე პროფესიონალი სკეიტერი "H-street"-იდან. მაიკის მიზანი იყო არა ბიზნესის წამოწყება, რომელიც მას ფულს აშოვნინებდა, არამედ მსოფლიოში საუკეთესო გუნდის შეკრება. 1993 წელს, მას შემდეგ, რაც მაგნუსონის ბრენდის ფინანსურმა მხარდამჭერმა მაგნუსონს უმიზეზოდ მოსთხოვა ფული, მანაც დატოვა "H-street" და გააგრძელა კარიერა ახალი ბრენდის დაარსებით, სახელად — Evol Skateboards. 1994 წლის 17 მაისს ტერნასკი ავარიაში დაიღუპა. "PLAN B" დაიშალა, თუმცა 2005 წელს, ყოფილმა გუნდის წევრებმა: დენი უეიმ და ქოლინ მაკკაიმ აღადგინეს. "PLAN B" დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მსოფლიოს საუკეთესო სკეიტერებიდან ბევრს აერთიანებს.

H-street-ის "ხელახლა დაბადება"რედაქტირება

ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ჰემედმა და მაგნუსონმა, 2008 წელს აღადგინეს "H-street", თუმცა ამ დროისთვის მისი გუნდის უმრავლესობა სხვადასხვა ბრენდებს ჰყავდათ გადანაწილებული, რის გამოც მისი ბოლომდე აღდგენა ვერ მოხერხდა.

სხვა რისკებირედაქტირება

ტონი მაგნუსონი ასევე არის კომპანია "Osiris Shoes"-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. ეს კომპანია დაარსებულია 1996 წელს და ახლაც აგრძელებს ფეხსაცმელების გამოშვებას სკეიტერებისთვის.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Shackle Me Not (1988)
  2. Hokus Pokus