ტომ ნიუმენი (ინგლ. Tom Newman; დ. 23 მარტი, 1894 — გ. 30 სექტემბერი , 1943) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე.

ტომ ნიუმანი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 23 მარტი 1894
დაბ. ადგილი: ინგლისის დროშა ინგლისი
გარდ. თარიღი: 30 სექტემბერი 1943
მოქალაქეობა: ინგლისის დროშა ინგლისი
პროფესიონალური კარიერა: 1921–1943
მსოფლიო ჩემპიონატი: 6 (1921–1922, 1924–1927 (ინგლისური ბილიარდი))

ბიოგრაფია და კარიერა რედაქტირება

ტომი დაიბადა 1894 წლის 23 მარტს. უკვე 11 წლის ნიუმენი საოცარ შესაძლებლობებს ავლენდა სერიების აგებაში, როდესაც მან ასიანი სერია გააკეთა „სამბურთიან თამაშში“. 1919 წელს ტომმა გააკეთა სნუკერის 89-ქულიანი ბრეიკი — იმ დროის აბსოლუტური რეკორდი. ის პროფესიონალი გახდა 1921 წელს და პირველივე ცდაზე გაიმარჯვა ინგლისური ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ბილიარდის უდავო ლიდერი იყო 1920-იან წლებში. 1921–1930 წლებში მან ითამაშა 9 ფინალი, მათგან 6 მოიგო. 1930/1931 წლების სეზონზე ნიუმენს 100 ქულაზე 30 სერიაზე მეტი ჰქონდა. 1934 წლის სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა ფინალში, სადაც შეხვდა ლეგენდარულ სნუკერისტ ჯო დეივისს და დამარცხდა მასთან ანგარიშით 23:25. იმავე წელს მან კვლავ ითამაშე დეივისთან დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატში ინგლისურ ბილიარდში და კვლავ დამარცხდა. საერთო ჯამში ტომი 6-ჯერ შეხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჯოს, ორივე მათგანმა 3-3-ჯერ მოიგო.

ნიუმანი გარდაიცავალა 1943 წელს, თავისი 50 წლის იუბილედან რამდენიმე დღით ადრე.

ტომის ძმა — სტენლი ნიუმენი — აგრეთვე თამაშობდა ბილიარდში მაღალ დონეზე და მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ჩემპიონატებზე[1].

მიღწევები კარიერაში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ინტერვიუ ჯეკ კარნემთან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-10. ციტირების თარიღი: 2013-05-07.