ტომასო ჯოვანი ალბინონი (დ. 8 ივნისი, 1671, ვენეცია — გ. 17 იანვარი, 1751,იქვე) — ბაროკოს ეპოქის ვენეციელი კომპოზიტორი და ვირტუოზი მევიოლინე. დღეისთვის განთქმულია მისი ოპერებით და „ადაჟიო სოლ მინორით“.

ტომასო ალბინონი

ბიოგრაფია რედაქტირება

ალბინონიზე ცოტა რამ არის ცნობილი. დაიბადა ვენეციაში, მამამისი ანტონიო შეძლებული გამყიდველი იყო. ტომასო ბავშვობიდანვე სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას და სიმღერას. 1691 მისი პირველი ოპუსი პიეტრო ოტობონის მიუძღვნა. ცნობილია რომ ოტობონი მუსიკის დიდი მოყვარული იყო და უვლიდა ისეთ კომპოზიტორებს, როგორიც არქანჯელო კორელი.

სავარაუდოდ, ალბინონიმ მევიოლინედ მუშაობა 1700 წელს ჩარლზ IVსთან დაიწყო, რომელსაც მეორე ოპუსი მიუძღვნა. 1701 წელს მან დაწერა განთქმული სუიტები - მესამე ოპუსი, რომლებიც კოსიმო III დე მედიჩის მიუძღვნა.

1705 წელს ის დაქორწინდა. ამ დროს მან სახელი ოპერებით გაითქვა როგორც ვენეციაში, ისე გენოაში, ბოლონიაში და ნეაპოლში. ამ დროს მან ასევე დაწერა სოლო სონატები და კონცერტები ჰობოისათვის.

სხვა კომპოზიტორის განსხვავებით, ალბინონი არასოდეს არ მოღვაწეობდა ეკლესიაში და არ წერდა საეკლესიო მესებს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მუსიკას დამოუკიდებლად წერდა.

დაახლოებით 1740 წელს პირველად დაიბეჭდა ალბინონის სავიოლინო სონატები.

მუსიკა და გავლენა რედაქტირება

მან დაწერა 50 ოპერა, რომლიდანაც 28 დაიწერა ვენეციაში 1723 - 1740 წლებში. ალბინონის მუსიკამ ბახის ყურადღება მიიქცია და მის ნაწარმოებებზე 2 ფუგა დაწერა. ალბინონის ნაწარმოებების დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა.

დაბეჭდილი ნაწარმოებები რედაქტირება

ოპერები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: