ტიგრან ხაჩატარიანი

ტიგრან ხაჩიტიანი (სომხ. Տիգրան Խաչատրյան; დ. 11 დეკემბერი, 1970, ერევანი, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ) — სომეხი ეკონომისტი, პოლიტიკოსი. სომხეთის ფინანსთა მინისტრი 2021 წლის 3 აგვისტოდან.

ტიგრან ხაჩატარიანი
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1970(1970-12-11)[1] [2] (53 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი[2]
მოქალაქეობა  სომხეთი
განათლება სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

განათლება რედაქტირება

1987-1992 წლებში ხაჩატარიანი სწავლობდა ერევნის სახალხო ეკონომიკის ინსტიტუტში, შრომის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1993-1996 წლებში სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკის დოქტორი, ეკონომიკის მენეჯმენტში. 1996 წელს გამოყენებით საბაზრო ეკონომიკას სწავლობდა ვენის ერთობლივ ინსტიტუტში, [3] 1996-2001 წლებში გაიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ინსტიტუტების საკვალიფიკაციო კურსები საჯარო მენეჯმენტისა და ფინანსების სფეროში.

სამუშაო გამოცდილება რედაქტირება

1995 წელს იყო სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო წამყვანი სპეციალისტი. 1995-1996 წლებში იკავებდა ფინანსთა სამინისტროს მთავარი ეკონომისტის პოსტს. 1996-1998 წლებში იკავებდა სომხეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 1998-1999 წლებში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. 1999-2001 წლებში სომხეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2001-2006 ხაჩატარიანი წლებში იკავებდა სომხეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 2006-2016 Vallex Group of Companies ფინანსური დირექტორი. 2008-2014 წლებში იყო სომხეთის განვითარების სააგენტოს საბჭოს წევრი. 2016 წელს პან-სომხური ბანკის საბჭოს წევრი. 2016-2018 ხაჩატარიანი იყო სომხეთის ეკონომიკური განვითარების და ინვესტიციების მინისტრის მოადგილე. 2018 წლის მარტიდან ამავე წლის მაისამამდე ეკონომიკური განვითარების და ინვესტიციების მინისტრის პირველი მოადგილე. 2018 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე Hi-Tech Armenia-ს დირექტორი. 2018-2019 წლებში სომხეთის ეკონომიკური განვითარების და ინვესტიციების მინისტრი. 2019-2020 წლებში სომხეთის ეკონომიკის მინისტრი. 2021 წლის მარტიდან ამავე წლის ივლისამდე „International Power Corporation CJSC“-ს საბჭოს წევრი. 2021 წლის 3 აგვისტოს ხაჩატარიანი დაინიშნა სომხეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე.[4]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ტიგრან ხაჩატარიანს ჰყავს მეუღლე, ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი. მშობლიური სომხური ენის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება