ტიგრან გევორგ მარტიროსიანი

ტიგრან გევირგ მატიროსიანი (სომხ. Տիգրան Գ. Մարտիրոսյան; დ. 9 ივნისი, 1988, ლენინაკანი, სომხეთის სსრ (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი) — სომეხი ძალოსანი. 2009 წელს მიენიჭა სომხეთის პატივსაცემი სპორტის ოსტატის ტიტული.[1] არის სომხეთის ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი და დროებით იქნა აღიარებული, როგორც სომხეთიდან ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური მედალოსანი, სანამ მედალს არ ჩამოართმევდნენ დოპინგის ტესტის ჩაგდებისთვის.[2]

ტიგრან გევორგ მარტიროსიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1988 (1988-06-09) (35 წლის)
დაბ. ადგილი ლენინაკანი, სომხეთის სსრ (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი)
სპორტი
ქვეყანა სომხეთი
სპორტი ძალოსანი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

დაიბადა 1988 წლის 9 ივნისს ლენინაკანში, სომხეთის სსრ-ში (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი), კარგად ცნობილი სომეხი ძალოსნისა და სედა იახანეჯიანის ოჯახში. მისი მამის ოჯახი ყარსიდანაა, ხოლო მისი დედის ოჯახი სივასიდან. მას ჰყავს უფროსი და და ძმა, აგრეთვე უმცროსი ძმა. ტიგრანი დაერქვა მეფე ტიგრან II-ის გამო.[3]

მიუხედავად იმისა, რომ მამას შვილებისთვის საკუთარ ნაკვალევზე სიარული არ უსწავლებია, მათ ადრეულ ბავშვობაშივე შეუყვარდათ სპორტი. ჰაიკი. ტიგრანის უფროსი ძმა გახდა სპორტის ოსტატი ძალოსნობაში. ტიგრანმა ძალოსნობაში ვარჯიში 11 წლის ასაკში დაიწყო. 13 წლის ასაკში მან უკვე მოიგო ძალოსნობაში სომხეთის ჩემპიონატი.[3]

კარიერა რედაქტირება

მამის სიკვდილის შემდეგ, ტიგრან გევორგ მარტიროსიანმა ვარჯიში აშოტ მხითარიანის ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო.

ტიგრანს წარმატებული ახალგაზრდული კარიერა ჰქონდა:2003 წელს გახდა ევროპის ვიცე ჩემპიონი, ხოლო 2004 წელს ევროპის ჩემპიონი. იმავე წელს მან მოიპოვა 2004 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი. მომდევნო წელს მოიგო ოქროს მედალი 2005 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატში. მარტიროსიანმა აგრეთვე დაამყარა (როგორც ახალგაზრდამ) ორი მსოფლიო რეკორდი ატაცსა და ტოტალში, ორივე 69 კგ კატეგორიაში; აღსანიშნავია, რომ ორივე რეკორდი ერთ დღეს გააუმჯობესა.

2006 წელს მარტიროსიანმა მოზარდთა დონის შეჯიბრებებში დაიწყო ასპარეზობა. იგი ასპარეზობდა 2006 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც მეექვსე ადგილი ჯამში 306 კილოგრამით დაიკავა.[2]

მარტიროსიანმა სტრასბურგში გამართულ 2007 წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ჯამში დაფიქსირებული 331 კილოგრამი წონით ვერცხლის მედალი მოიპოვა.[4] მომდევნო წელს მან მოიგო ოქროს მედალი 2008 წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში ჯამში აწეული 346 კილოგრამით (ტურნირი ლიგნანოში ჩატარდა).

2008 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე მარტიროსიანს ბრინჯაოს მედალი მიენიჭა; მან ატაცში 153 კგ, აკვრაში 185 კგ, ხოლო ხანში 338 კგ აწია. მის მიერ აწეული წონა ზუსტად ფრანგი ძალოსნის, ვანსელას დაბაიას მიერ აწეულ წონას უთანაბრდებოდა. თუმცა დაბაი მასზე მცირე წონის იყო, ამიტომ გამარჯვება მას დარჩა; მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე მეორე საუკეთესო შედეგი მარტიროსიანს ჰქონდა დაფიქსირებული, მან ბრინჯაოს მედალი მიიღო. 20 წლისა და 64 დღის ასაკში, მარტიროსიანი დროებით აღიარეს ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიურ მედალოსანად რომელიც დამოუკიდებელ სომხეთის რუბლიკას წარადგენდა.

2009 წელს მარტიროსიანმა წონითი კატეგორია შეიცვალა: 69 კგ წონით კატეგორიიდან 77 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა.

მარტიროსიანის დებიუტი საშუალოწონის დივიზიონში შედგა გოიანგში გამართულ 2009 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც იგი მეორე ადგილზე ჯამში დაფიქსირებული 370 კილოგრამით გავიდა; აღნიშნულ ტურნირში იგი მხოლოდ ჩინელ ძალოსანთან, ლუ ხიაოჯანთან დამარცხდა, რომელმაც სამიდან ორ საშუალოწონის კატეგორიაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.[2][5]

ტიგრან მარტიროსიანმა 2010 წლის ძალსნობის მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გახდა ევროპის ორგზის ჩემპიონი.[2][6]

ერთი კვირის შემდეგ, მარტიროსიანის მენტორი აშოტ მხითარიანი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა (2010 წლის 23 მაისი).

მარტიროსიანი ასპარეზობდა ანტალიაში გამართულ 2010 წლის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში. ტურნირში აგრეთვე ასპარეზობდა ხიაოჯუნი, რომელიც მედლის მომგებ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა. ტურნირში მარტიროსიანმა შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვა ჯამში აწეული 373 კილოგრამით; მას მსოფლიო რეკორდამდე მხოლოდ 5 კილოგრამი დააკლდა.[7] ტიგრან მარტიროსიანი ისტორიაში შევიდა როგორც სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი მძიმეწონაში მოასპარეზე კაცი ძალოსანი, რომელმაც ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.[8] მარტიროსიანმა გამარჯვება მიუძღვნა მისი გვიანი პერიოდის მწვრთნელის, აშოტ მხითარიანის ხსოვნას.[9]

ამ წელს მიღწეული წარმატებების გამო, მარტიროსიანი 2010 წლის საუკეთესო სომეხ სპორტსმენად აირჩიეს.[10][11][12]

სქოლიო რედაქტირება

  1. ПОДВЕДЕНЫ ИТОГИ ГОДА (in Russian). www.ra.am. Retrieved 18 January 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 MARTIROSYAN Tigran Gevorg. International Weightlifting Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 7 May 2010.
  3. 3.0 3.1 "Tigran Spread Joy to All "Sea to Sea" Armenians," says Weightlifting Champ’s Mom. old.hetq.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 12 January 2013.
  4. 2007 European Championships - Lightweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 16 January 2013.
  5. 2009 World Championships - Middleweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 16 January 2013.
  6. 2009 World Championships - Middleweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 16 January 2013.
  7. 2010 World Championships - Middleweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 16 January 2013.
  8. Prior to Tigran Martirosyan, the last Armenian athlete to become world champion in weightlifting was Israel Militosyan, who won the title in 1989, just two years before Armenia gained independence. In 2009, Nazik Avdalyan became a World Champion in women's weightlifting, making Tigran Martirosyan the first male and second weightlifter from independent Armenia to become a World Champion.
  9. Տիգրան Մարտիրոսյանը իր հաղթանակը նվիրում է իր հանգուցյալ մարզչի՝ Աշոտ Մխիթարյանի հիշատակին (in Armenian). PanArmenian.Net. Retrieved 17 January 2013.
  10. Tigran Martirosyan best Armenian sportsman of 2010. PanArmenian.Net. ციტირების თარიღი: 14 January 2013.
  11. Tigran G. Martirosyan Armenia Athlete 2010. news.am. ციტირების თარიღი: 14 January 2013.
  12. Лауреаты спортивной Армении 2010 года (in Russian). www.noev-kovcheg.ru. Retrieved 17 January 2013.