ტესო-ნილოს ეროვნული პარკი

ტესო-ნილო (ინდონ. Taman Nasional Tesso Nilo) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრაზე, რიაუს პროვინციაში. ეროვნულ პარკად ინდონეზიის მთავრობის მიერ 2004 წელს გამოცხადდა.[1] ამ დროისთვის მისი ფართობი 385,76 კმ² იყო, მაგრამ შემდეგ 1000 კმ²–ით გააფართოვეს.[2] მოიცავს სუმატრაზე შემორჩენილ ერთ–ერთ ყველაზე ვრცელ დაბლობის წვიმის ტყეებს. ბიომრავალფეროვნების მენეჯმენტის ცენტრის მიერ მსოფლიო მასშაბით ასეთი სულ 1 800 ტყეა აღწერილი. მათივე შენიშნით, სხვაგან არსად მსოფლიოში, არაა ამდენი ძარღვოვანი მცენარე.

ტესო-ნილოს ეროვნული პარკი

Taman Nasional Tesso Nilo

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული სუმატრა
კოორდინატები 0°05′ ს. გ. 101°36′ ა. გ. / 0.083° ს. გ. 101.600° ა. გ. / -0.083; 101.600
ფართობი 385,76 კმ²
დაარსდა 2004
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

პარკში გავრცელებულია უკიდურესად საფრთხის ქვეშ მყოფი სუმატრის სპილო და სუმატრის ვეფხვი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Indonesia Declares Tesso Nilo National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-10. ციტირების თარიღი: 2007-09-30.
  2. Government Announces Expansion of Tesso Nilo National Park to Ensure Room for Sumatran Elephants. WWF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-27. ციტირების თარიღი: 2007-09-30.