ტერეზა კომოდინი კაჩია

ტერეზა კომოდინი კაჩია (ინგლ. Therese Comodini Cachia; დ. 3 თებერვალი, 1973, ატარდი, მალტა) — მალტელი იურისტი, პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი.[1]

ტერეზა კომოდინი კაჩია
მალტ. Therese Comodini Cachia
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1973
დაბადების ადგილი ატარდი, მალტა
მოქალაქეობა  მალტა
განათლება University of Malta
სამეცნიერო ხარისხი დოქტორი
ეროვნება მალტა
პარტია ნაციონალური პარტია
საქმიანობა იურისტი, პოლიტიკოსი

განათლება რედაქტირება

ტერეზა კაჩია სწავლობდა მალტის უნივერსიტეტში, სადაც გაიარა ასპირანტურა. მან მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი (LLD) 1997 წელს, მოგვიანებით კი გახდა ფილოსოფიის დოქტორი ადამიანის უფლებათა სამართალში 2012 წელს.[2]

პროფესიული კარიერა რედაქტირება

ტერეზა კომოდინი კაჩია პროფესიით იურისტია და მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. იგი იცავდა ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლებს 1997 წლიდან (მალტის უზენაეს სასამართლოებში და ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში). მისი კლიენტები იყვნენ კერძო პირები, კომერციული სუბიექტები, სამთავრობო უწყებები, ასევე საკანონმდებლო ორგანოები.[3]

იურიდიულ კარიერაში იგი მუშაობდა მალტაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიულ მრჩევლად, მათ შორის იყო მალტის სკაუტური ასოციაციის, მალტის ქალთა ორგანიზაციების კონფედერაციისა და მალტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის იურიდიული მრჩეველი.

ამჟამად ტერეზა არის ლექტორი მალტის უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის ადამიანის უფლებათა სამართალს. იგი ასევე კოორდინაციას უწევს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიზაციის მაგისტრატურას ამავე უნივერსიტეტში. იგი ასევე ასწავლიდა უტრეხტის უნივერსიტეტში, ნიდერლანდებში და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში ფრანკფურტში, გერმანიაში.

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

ტერეზა კაჩია არის ნაციონალისტური პარტიის წევრი მალტაში. ის 2013 წელს დაინიშნა პარტიის წესდებისა და პარტიული სტრუქტურების გადასინჯვის კომისიის წევრად. იგი ასევე დაინიშნა კანდიდატთა ფორუმის თანათავმჯდომარედ რიჩარდ მუსკატთან ერთად.[4]

ევროპარლამენტში არჩევამდე კომოდინი კაჩია დაეხმარა ნაციონალისტური პარტიის წარმომადგენლობას მალტის საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო საქმეში 2013 წლის საყოველთაო არჩევნებში ხმების დათვლის პროცესში პრობლემის შესახებ მას შემდეგ, რაც ხმების დათვლისას დაშვებული შეცდომა იქნა გასაჩივრებული.[5]

2014 წლის მაისში კომოდინი კაჩია აირჩიეს ევროპარლამენტის წევრად. 2014 წლის ევროპულ არჩევნებში მალტაში, ნაციონალისტურმა პარტიამ მოიპოვა ეროვნული ხმების 40%-ზე მეტი და მიიღო ევროპარლამენტის ექვსი ადგილიდან სამი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიამ შეძლო სამი ადგილის დაკავება ევროპარლამენტში.[6]

კაჩია ევროპარლამენტის სამი კომიტეტისა და დელეგაციის წევრი იყო. ის იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, პალესტინის საკანონმდებლო საბჭოსთან ურთიერთობის დელეგაციისა და ხმელთაშუა ზღვის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ის იყო პარლამენტის მომხსენებელი საავტორო უფლებების საკითხებში.[7]

გარდა ამისა, იგი იყო ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI), კულტურისა და განათლების კომიტეტის (CULT) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობის დელეგაციის შემცვლელი წევრი. კაჩია ასევე არის ევროკავშირის დიაბეტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე პარლამენტში.[8]

2014 წლის ოქტომბერში, მაშინდელმა ნაციონალისტურმა პარტიამ და ოპოზიციის ლიდერმა სიმონ ბუსუტილმა ტერეზა დანიშნა მისი პარტიის პოლიტიკის ფორუმის კოორდინატორად მალტაში და 2015 წლის იანვარში იგი დაინიშნა განათლებისა და დასაქმების ჩრდილოვან მინისტრად.[9]

2017 წელს ტერეზამ საყოველთაო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მერვე საარჩევნო ოლქში 4244 ხმით გაიმარჯვა. თავდაპირველად მან უარი თქვა თავის ადგილზე, მაგრამ შემდეგ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ დატოვებდა ევროპარლამენტის თანამდებობას და დაიკავებდა ადგილს მალტის პარლამენტის წევრი.[10][11]

2020 წლის 9 ივლისს ტერეზა კაჩია გახდა ნაციონალისტური პარტიის ლიდერი.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ტერეზა კომოდინი კაჩია დაქორწინებულია ვლადიმიროზე. მათ ჰყავთ ქალიშვილი ლორა და ცხოვრობენ სიჯიევში, მალტა.[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Therese Comodini Cachia. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  2. Dr Therese Comodini Cachia. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  3. „Updated: Opposition presents Constitutional amendment against sexual orientation discrimination“. Times of Malta. 20 June 2016. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  4. David Debono (25 June 2013). „Se jitwaqqaf forum tal-kandidati u eks deputati tal-PN“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  5. Waylon Johnston (16 April 2013). „‘AG should not be part of election court case’“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  6. „Comodini Cachia snatches third seat for the PN in historic vote for women“. Times of Malta. 28 May 2014. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  7. Chris Spillane (22 November 2016). „Maltese presidency’s digital ambitions slammed by local MEP“. Politico Europe. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  8. MEP Therese Comodini Cachia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  9. „MEPs chosen as shadow ministers say EP work will not be jeopardized“. The Malta Independent. 11 January 2015. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  10. Matthew Vella (6 June 2017). „Comodini Cachia chooses Brussels… new MP to relinquish seat“. Malta Today. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  11. Matthew Vella (8 June 2017). „[WATCH] Comodini Cachia flip-flops to resign as MEP and take up Maltese seat“. Malta Today. ციტირების თარიღი: 12 July 2019.
  12. Therese Comodini Cachia. ციტირების თარიღი: 12 July 2019.