თებულოსმთა
თებულოსმთა, დაქუეხი — მწვერვალი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლეს წერტილს. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების ანდის ყოისუსა და ხომისწყლის სათავეებს შორის. სიმაღლე 4498 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით.[2]
თებულოსმთა | |
---|---|
თებულოსმთა | |
კოორდინატები: 42°34′24″ ჩ. გ. 45°18′43″ ა. გ. / 42.57333° ჩ. გ. 45.31194° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4498 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
მის ფერდობზე ეშვება მყინვარები 3 კმ² საერთო ფართობით. თებულოსმთა წარმოადგენს პირამიდისებურ მწვერვალს, ეგრეთ წოდებულ კარლინგს. თებულოსმთის მძლავრი საკვანძო მასივი, რომლის ტოტებიც სამხრეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთისაკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არიან გაწვდილი, ხეობის ტიპის გამყინვარების განმარტოებულ კერას წარმოადგენს.[3]
მისი თოვლის საბურველი ასაზრდოებს საკმაოდ მსხვილ მყინვარებს, რომლებიდანაც გამოედინებიან არღუნის მარჯვენა შემდინარე მდინარე ტუღო და ანდის ყოისუს მთავარი მდგენელი მდინარე ქვახიდისწყალი. თებულოსმთის მასივი მთავარ ქედთან შეერთებულია ბორბალოსმთის მასივთან, აწუნთის ქედის საშუალებით.[3]
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 79.
- ↑ ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 640.
- ↑ 3.0 3.1 ლევან მარუაშვილი., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.