ტაძრეული, ტაძრობილიმეფის ან მთავრის კარის არათავისუფალი მსახურეული პირი, „შინაური“ ძველ საქართველოში. ფეოდალიზაციის პროცესში ტაძრეულთა რიგებს შეემატნენ არისტოკრატიული წრის წარმომადგენლები. ძველ ტაძრეულთა ზედა ფენაც ფეოდალებად იქცა და ჩამოყალიბდა მეფის კარზე მუდმივად მყოფი მსახურეული პირების წრე — იგივე „დარბაზის ერი“, „ერი პალატისა“, „შინაურნი“. ტაძრეულებს შეადგენდნენ მაღალი რანგისა და სახელოს მფლობელი ტაძრეული აზნაურები. არათავისუფალი მსახურეული პირები — დომენის წვრილი ე. წ. „ხელით“ აზნაურები და მსახურები. XI—XV საუკუნეებში ტაძრეულები ეჯიბის ხელქვეითნი იყვნენ. მაღალი რანგის ტაძრეულად „დაწესება“ საგანგებო ცერემონიალით ხდებოდა. ტაძრეულები შეადგენდნენ „მუდმივ ჯარს მეფის კარზე“ (ნიკო ბერძენიშვილი), მეფის ძირითად სამხედრო დასაყრდენს. დასავლეთ ევროპაში ტაძრეულს შეესატყვისებოდა „პალატინი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხატარაიშვილი ქ., ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1979;