ტაშკენტის მეტროპოლიტენი
ტაშკენტის მეტროპოლიტენი | |
---|---|
![]() | |
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ![]() |
ქალაქი | ![]() |
გახსნის თარიღი | 6 ნოემბერი 1977 |
ხაზის სიგრძე | 36,2 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 29 |
ხაზთა რაოდენობა | 3 |
მგზავრები დღეში | |
მგზავრები წელიწადში | 68 მლნ. (2009 წლისთვის) |
ხაზების სქემა | |
![]() |
ტაშკენტის მეტროპოლიტენი (უზბ. Toshkent metropoliteni) — მეტროპოლიტენის სისტემა ტაშკენტში; უზბეკეთი, 2008 წლის მდგომარეობით ერთადერთი მეტროპოლიტენი ცენტრალურ აზიაში.
ისტორიარედაქტირება
ტაშკენტის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1968-1970 წლებში დაიწყო; პირველი ხაზი (ჩიალანზარის ხაზად წოდებული) 1977 წელს გაიხსნა 12,2 კმ სიგრძითა და 9 სადგურით. უმოკლეს ვადებში შეიქმნა აუცილებელი სამეწარმეო ბაზა, რომელმაც ბეტონის კონსტრუქციიდან დაწყებული თუჯის ტიუბინგების ჩათვლით ყველაფრის ადგილობრივად წარმოება დაიწყო.
პირველი გასაშვები მონაკვეთი 1977 წელს ჩაბარდა. მეტროს მშენებლობა თავიდანვე მაღალი სეისმური აქტივობის გათვალისწინებით დაიწყო (სპეციალისტთა მტკიცებით, მეტროს კონსტრუქცია 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი). ტაშკენტში მიწისძვრების სიხშირის მიუხედავად, მეტროპოლიტენის პირველ ხაზს მუშაობა არასდროს შეუწყვეტია დღიდან გახსნისა.
ხაზებირედაქტირება
# | სახელი | საბოლოო სადგურები | ფერი | ამუშავდა | სადგურების რაოდენობა | სიგრძე (კმ) |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩილანზარისა | «საბირ რახიმოვი» — «აბრეშუმის დიდი გზა» | წითელი | 6.11.1977 | 12 | 15,4 |
2 | უზბეკეთისა | «ბერუნი» — «ჩკალოვისა» | ლურჯი | 07.12.1984 | 11 | 14,3 |
3 | იუნუსაბადისა | «ჰაბიბ აბდულაევი» — «მინგ ურიკი» | მწვანე | 26.10.2001 | 6 | 6,4 |
4 | სერგელიისა | «იპოდრომი» — «ექტირომი» | ნარინჯი | პროექტდება | 6 | ~8 |
სულ: | 29 | 36,2 კმ |