ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი

ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი (უზბეკ. Toshkent davlat sharqshunoslik instituti) — სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება უზბეკეთში. ერთადერთი აღმოსავლეთმცოდნეობის უმაღლესი დაწესებულება ცენტრალურ აზიაში. პირველი და ყველაზე ძველი ორიენტალისტიკის სკოლა მთელს ცენტრალურ აზიაში.

დაფუძნდა 1918
ტიპი საგანმანათლებლო დაწესებულება და ორგანიზაცია[1]
ქვეყანა უზბეკეთი[1]
ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი — უზბეკეთი
ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი
http://tashgiv.uz

ისტორია რედაქტირება

თურქესტანის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დაარსებულ იქნა 1918 წლის ნოემბერში. 1990 წელს შეეცალა სახლი და ეწოდა ტაშკენტის სახლემწიფო უნივერსიტეტთან არსებული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. 1991 წლის 15 ივლისს მოხდა ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ეწოდა ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. ინსტიტუში ამზადებენ აღმოსავლეთის ენებისა და ლიტერატურის, ეკონომიკის, ისტორიის, ფილოსოფიის, კულტურის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების დარგების სპეციალისტებს. მიმდინარეობს შემდეგი აღმოსავლური ენების შესწავლა, რომელთა შორისაა აზერბაიჯანული, არაბული, ვიეტნამური, დარი, ჩინური, კორეული, სპარსული, პუშტუ, ტაჯიკური, ტაიური, თურქული, ურდუ, ჰინდი, იაპონური, ასევე ინგლისური, ესპანური, გერმანული, ფრანგული ენები.

სწავლება მიმდინარეობს უზბეკურ და რუსულ ენებზე. ინსტიტუტის კურსდამთავრებულები ფლობენ ორ აღმოსავლურსა და ერთ ევროპულ ენას. ინსტიტუტში შესაბამის ენებს ასწავლიან შესასწავლი ქვეყნების მოქალაქეები.

ფაკულტეტები რედაქტირება

ტაშკენტის სახელმწიფო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ფუნქციონირებს ფაკულტეტი:

  • აღმოსავლური ფილოლოგიის ფაკულტეტი
  • ჩინეთმცოდნეობის ფაკულტეტი
  • მსოფლიო პოლიტიკის, ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი
  • საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკისა და ქვეყანათმცოდნეობის ფაკულტეტი

ფაკულტეტების კათედრები რედაქტირება

აღმოსავლური ფილოლოგიის ფაკულტეტის კათედრები რედაქტირება

  • არაბული ფილოლოგიის კათედრა
  • ირანულ-ავღანური ფილოლოგიის კათედრა კორეული ფილოლოგიის კათედრა
  • უცხო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიტერატურის ისტორიის კათედრა
  • თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის კათედრა
  • თურქული ენების კათედრა
  • სამხრეთ აზიის ენათა კათედრა
  • იაპონური ფილოლოგიის კათედრა

სინოლოგიის ფაკულტეტის კათედრები რედაქტირება

  • ჩინური ენისა და ლიტერატურის კათედრა
  • ჩინეთის ეკონომიკის კათედრა
  • ჩინეთის პოლიტიკისა და ისტორიის კათედრა
  • ინგლისური ენის კათედრა
  • პედაგოგიკისა და ფიზიკური კულტურის კათედრა

მსოფლიო პოლიტიკის, ისტორიისა და ფილოსოფიის კათედრები რედაქტირება

  • მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის კათედრა
  • საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორიის კათედრა
  • ცენტრალური აზიის ქვეყნების ხალხთა ისტორიის კათედრა
  • აღმოსავლური ფილოსოფიისა და კულტურის კათედრა
  • უზბეკეთში დემოკრატიული საზოგადოების შექმნის თეორიისა და პრაქტიკის კათედრა

უცხო ქვეყნების ეკონომიკისა და ქვეყანათმცოდნეობის კათედრები რედაქტირება

  • დსთ-ს ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკის კათედრა
  • სამხრეთ აზიისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის კათედრა
  • დასავლეთ ევროპის ენათა კათედრა
  • მათემატიკისა და მასობრივი ტექნოლოგიის კათედრა
  • ეკონომიკის თეორიის კათედრა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. 1.0 1.1 GRID Release 2017-05-22 — 2017-05-22 — 2017. — doi:10.6084/M9.FIGSHARE.5032286