ტარიელ ჟღენტი (დ. 23 თებერვალი, 1945, თბილისი — გ. 29 აგვისტო, 2023) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1973).[1]

ტარიელ ჟღენტი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1945
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 29 აგვისტო, 2023 (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი სპორტული სროლა
სახეობა სასტენდო და ტყვიის სროლა
კლუბი „ლოკომოტივი“ თბილისი
მწვრთნელი ზურაბ მაჩხანელი (საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი)
ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1973

ბიოგრაფია რედაქტირება

ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში (1973, 1981) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 1973, 1974, 1981, 1984). ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 1982 — ორივე გუნდურში), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1968, 1978, 1983) და საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1971). მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი. 1973 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (200 შესაძლებლიდან 200 ქულა). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-იდან).

1971 წლის მაისში მოსკოვში გამართულ „ლოკომოტივის“ ცენტრალური საბჭოს პირველობაზე სასტენდო სროლაში უშეცდომოდ დაამსხვრია 46 წყვილი სამიზნე და ახალი საკავშირო რეკორდი დაამყარა.[2]

1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის ლიქიორ-არყის ქარხანაში. შემდეგ, გაერთიანება „კრისტალში“ მეღვინედ. იყო „მონკავშირის“ (თბილისი) წევრი.

2019 წელს მიენიჭა „სპორტის რაინდის“ საპატიო წოდება. გარდაიცვალა 2023 წლის 29 აგვისტოს, 78 წლის ასაკში.[3]

ძირითადი შედეგები რედაქტირება

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1971 მსოფლიო ჩემპიონატი   იტალია, ბოლონია
 
1972 ევროპის ჩემპიონატი   ესპანეთი, მადრიდი
 
1973 ევროპის ჩემპიონატი   იტალია, ორბასანო
 
1973 ევროპის ჩემპიონატი   იტალია, ორბასანო
 
1973 მსოფლიო ჩემპიონატი   ავსტრია, მელბურნი
 
1974 ევროპის ჩემპიონატი   საფრანგეთი, ანტიბი
 
1974 მსოფლიო ჩემპიონატი   შვეიცარია, ბერნი
 
1975 ევროპის ჩემპიონატი   ავსტრია, ვენა
 
1981 ევროპის ჩემპიონატი   სსრკ, მოსკოვი
 
1981 ევროპის ჩემპიონატი   სსრკ, მოსკოვი
 
1981 მსოფლიო ჩემპიონატი   არგენტინა, ტუკუმანი
 
1982 ევროპის ჩემპიონატი   იტალია, მონტეკატინი
 
1983 მსოფლიო ჩემპიონატი   კანადა, ედმონტონი
 
1984 ევროპის ჩემპიონატი   ესპანეთი, სარაგოსა
 

ლიტერატურა რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Жгенти Тариэл Варденович. infosport.ru. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  2. მოწონელიძე, ჯ., ტარიელ ჟღენტის საკავშირო რეკორდი // „ლელო“, 6 მაისი, 1971, № 88 (4338), გვ. 3.
  3. „გარდაიცვალა სპორტის დამსახურებული ოსტატი სასტენდო სროლაში ტარიელ ჟღენტი“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)