ტარიელ აბდულაევი
ტარიელ აბდულაევი (აზერ. Tariyel Abdullayev, სრული სახელი:Tariyel Hacıbala oğlu Abdullayev; დ. 25 თებერვალი, 1965, ლენქორანი — გ. 26 იანვარი, 1990, აზერბაიჯანის სსრ) — შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]
ტარიელ აბდულაევი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 თებერვალი, 1965 ლენქორანი, ლენქორანის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 1990 აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | შეჰიდთა ხეივანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1967 წლის 8 დეკემბერს ლენქორანში.ჯერ 10 წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო ლენქორანის 2-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა 169-ე ტექნიკურ-პროფესიული სასწავლებელი.[2] სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, კალინინის სახელობის ტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდა მუშად.
1990 26 იანვარს ლენქორანში, ჰაფთონის ტყეში სამხედროებმა სახალხო ფრონტის ხუთი წევრი დახვრიტეს, 46 ადამიანი დააკავეს და ვერტმფრენით ბაქოში გაგზავნეს. დაკავებულთა შორის იყო ტარიელიც. ჯარისკაცებმა დაკავებულებს ხელ-ფეხი მავთულით კისრებზე მიუბეს. ტარიელი მავთულის მოჭერით ვერტმფრენში გაიგუდა. ერთი დღის შემდეგ მისი ცხედარი ბაქოს ცენტრალურ მორგში გადაასვენეს.
31 იანვარს შეჰიდთა ხეივანში დაკრძალეს. თავდაპირველად ის ალის სახელით დაკრძალეს, მაგრამ რადგანაც მისი ფოტო დაკრძალვამდე გადაღებული ჰქონდათ, ტარიელის ვინაობა მოგვიანებით გაირკვა. მშობლებმა მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ 12 თებერვალს შეიტყვეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "20 Yanvar Şəhidi" fəxri adının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 17 yanvar 2000-ci il tarixli 259 saylı Fərmanı. ციტირების თარიღი: 2015-07-17 (აზერბაიჯანული)
- ↑ Şəhidlər. ციტირების თარიღი: 2022-10-05 (აზერბაიჯანული)