ტაიძინ კიოფუშო (იაპ. 対人恐怖症 - „ პირადი ურთიერთობების შიშის დაავადება“) — იაპონიისთვის დამახასიათებელი კულტურა-სპეციფიკური სინდრომი. პირველად აღწერა იაპონელმა ფსიქიატრმა სომა მორიტამ 1920-იან წლებში.[1]

სინდრომით დაავადებულს ძლიერ ეშინია გარშემომყოფების და კარგავს პოზიტიურ დამოკიდებულებას საკუთარი თავისადმი. შიში შეიძლება გამოწვეული იყოს მათ ქცევასა ან ნებისმიერ ფიზიკური ნაკლზე სხვების მხრიდან უარყოფითი, უხეში დამოკიდებულების შიში. სახეზეა ოფლიანობა ან სიწითლე. დაავადების სიმპტომები მოიცავს სოციალური აქტივობის დაქვეითებას, გულის აჩქარებას, ქოშინს, კანკალსა და პანიკური შეტევებს. ადამიანი ამ სინდრომით ცდილობს კონტროლი გაუწიოს თავის რეაქციებს, მათ შორის უნებლიესაც, ეშინია ოფლიანობის და გაწითლების, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოსდის, რასაც მიჰყავს სოციალური იზოლაციისკენ. [2] ამ სინდრომით დაავადებულები შეიძლება უჩიოდნენ ტკივილს შინაგან ორგანოებში, უძილობას, დაღლილობას, აპათიას. ტაიძინ კიოფუშოს აქვს ორი ფორმა: „შემაწუხებელი ტიპს“ - ეშინია თავისი გარეგნობით, სუნითა ან ქცევით სხვა არ შეაწუხოს, და „სენსიტიური“ - რომლის დროსაც შეინიშნება პერსონებს შორის ურთიერთობების ძლიერი შიში.

ეპიდემიოლოგია

რედაქტირება

იაპონიაში ტაიძინ კიოფუშო მესამე ყველაზე გავრცელებული ფსიქიატრიული დიაგნოზია და საერთო მოსახლეობის 7—46 % შეადგენს.[1] დაავადება ყველაზე მეტადახალგაზრდებშია გავრცელებული.

მკურნალობა

რედაქტირება

კულტურა-სპეციფიკური სინდრომის მკურნალობის პრობლემები დაკავშირებულია მედიცინის დასავლური სტილისადმი მის რეზისტენტობასთან.[3] ტაიძინ კიოფუშოს მკურნალობის იაპონური სტანდარტი არის მორიტა-თერაპია,[4] რომელიც შემუშავდა შომა მორიტას მიერ 1910-იან წლებში, ფსიქიკური აშლილობების, ტაიძინ კიოფუშოს და შინკეიშიცუს სამკურნალოდ. მკურნალობის თავდაპირველი რეჟიმი მოიცავდა პაციენტის იზოლაციას, ფიზიკურ სამუშაოებს, დღიურების წარმოებას და სხვა. 1930-იანი წლებიდან მკურნალობა შეიცვალა ჯგუფური მკურნალობის მეთოდით, არაჩაკეტლ გარემოში. ეს მოდიფიცირებული ვერსია ცნობილია ნეო-მორიტა-თერაპიის სახელწოდებით.

სამკურნალოდ მოწოდებულია ანტიდეპრესანტები, მაგალითად მილნაციპრანი, რომელიც კარგად მოქმედებს სოციოპათიაზე.[5]

  1. 1.0 1.1 James R., Culture-bound syndromes: Taijin Kyofusho // Encyclopedia of Multicultural Psychology, 2006. — P. 145—146, ISBN 978-1-452-26556-8.(ინგლისური)
  2. http://knowledge.sagepub.com/view/multiculturalpsychology/n77.xml
  3. Kincaid, A., (2012). Taijin Kyofusho- "The Disorder of Fear".
  4. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Kora, T.. . The ToDo Institute.
  5. Nagata, Toshihiko; Wada, Akira; Yamada, Hisashi; Iketani, Toshiya; Kiriike, Obuo (2005). „Effect of milnacipran on insight and stress coping strategy in patients with Taijin Kyofusho“. International Journal of Psychiatry in Clinical Practice. 9 (3): 193–198. doi:10.1080/13651500510029228.