ტაიმირამდინარე რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში. სიგრძე დაახლოებით 840 კილომეტრი (სხვა მონაცემებით 638 კილომეტრი), აუზის ფართობი 124 ათასი კმ². სათავე აქვს ბირანგის მთებში. ერთვის კარის ზღვის ტაიმირის უბეს. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის შუა ივნისიდან სექტემბრამდე. წყლის საშუალო ხარჯი 1220 მ³/წმ. იყინება სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე. ყინულძვრაა მაისის ბოლოდან ივნისამდე. მდინარეს იყენებენ თევზჭერირათვის.

მდინარე ტაიმირა

ლიტერატურა რედაქტირება