ტაივანის ეკონომიკა
ტაივანის ეკონომიკა მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკაა. იგი აზიაში მე-5, ხოლო მსოფლიოში მე-15 ადგილზეა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით ტაივანი მოწინავე ეკონომიკების ჯგუფს, [1] ხოლო მსოფლიო ბანკის მიხედვით მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის ჯგუფს მიეკუთვნება.[2] ტაივანი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ტექნოლოგიურად მოწინავე კომპიუტერული მიკროქსემების ბაზრით.[3][4][5]
ისტორია
რედაქტირება1949 წელს კონტინენტურ ჩინეთზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძალაუფლების დამყარების შემდეგ გომინდანის 2 მილიონამდე მხარდამჭერი კუნძულზე გადასახლდა.[6][7][8]
საერთაშორისო ვაჭრობას ოფიციალურად უჭერს მხარს ტაივანის საგარეო ვაჭრობის განვითარების საბჭო. ჩინეთის რესპუბლიკის ტაივანის ცენტრალური ბანკის ფინანსური პოლიტიკისა და სამეწარმეო უპირატესობების გამო, 1997 წლის აზიის ფინანსურმა კრიზისმა ტაივანის ეკონომიკა რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ნაკლებად დააზარალა.
საგარეო ვაჭრობა
რედაქტირებატაივანს ჩინეთთან, იაპონიასთან, აშშ-თან, ევროპის კავშირთან და ჰონგ-კონგთან არაერთი სავაჭრო შეთანხმება აქვს დადებული. 2010 წლის მონაცემებით ტაივანის ხუთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ზემოთ ფჩამოთვლილი სახელმწიფოები არიან.[9][10] ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ერთ ქალზე შობადობის მიხედვით. ქვეყანაში მაღალია საცხოვრებლის ფასები. მოწინავე ეკონომიკის მქონე სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ტაივანის მოსახლეობის რაოდენობა უფრო სწრაფად იკლებს.[11][12][13]
კუნძულოვანი ეკონომიკის მქონე ტაივანი ბუნებრივი რესურსებით არ არის მდიდარი და შედარებით დაბალი შიდა ერთობლივი მოთხოვნის გამო ტაივანის ადამიანური რესურსები, რომლებიც განათლების მაღალი დონით გამოირჩევიან,[14] საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებას ინოვაციური მენეჯმენტით უზრუნველყოფენ.[15][16][17][18][19]
ტაივანი, როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა როგორც „ტაივანის, პენგჰუს, კინმენისა და მაცუს განცალკევებული საბაჟო ტერიტორია“ (ხშირად შემოკლებით „ჩინური ტაიპეის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ). 2011 წელს Business Environment Risk Intelligence-მა ტაივანი ინვესტირების გარემოს მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე დაასახელა.[20]
ტაივანი აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრია. როგორც ჩინური ტაიპეი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს დამკვირვებელი წევრია.[21] ტაივანი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრიცაა..[22] 2010 წლის 29 ივნისს ტაივანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ტაივანს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს დადებული სინგაპურთან და ახალ ზელანდიასთან.[23][24]
სტატისტიკა
რედაქტირებაკონკურენტუნარიანობა
რედაქტირებამსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ტაივანს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის მე-13 ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-12 ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 24 971.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.93%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 3%-ის ტოლია. განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 2.1%-ია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით ტაივანი 24-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 30-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 28-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 26-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 33-ე, გამჭვირვალობით ― 29-ე, საკუთრების უფლებებით ― მე-12, კორპორატიული მმართველობით ― მე-8, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 47-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ტაივანს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-16 ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-13, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― მე-40. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ტაივანი მე-11 ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად ძალიან სტაბილურია. 32 სახელმწიფოსთან ერთად პირველ ადგილს იკავებს.: ინფლაციის დონე 1.3%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 100-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით ტაივანი მე-14 ადგილზეა: შიდა კონკურენციით მე-12-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 26-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― მე-15 ადგილზეა: მოქნილობის ინდექსით ― მე-13, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― მე-18.
ტაივანში ძალიან კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (მე-6ადგილი): სიღრმით მე-5, ხოლო სტაბილურობით მე-19 ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა მე-19 ადგილს იკავებს. ტაივანში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (მე-20 ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 22-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 26-ს.[25]
ეკონომიკური ინდიკატორები
რედაქტირებაქვემოთ მოცემულ ცხრილში 1980–2019 წლებში ტაივანის ეკონომიკური ინდიკატორებია წარმოდგენილი (2020–2025 წლებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები).[26] 2%-ზე ნაკლები ინფლაცია მწვანედაა მოცემული.
წელი | ეკონომიკური ზრდა (%) |
-- | მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ) |
ზრდა (%) |
---|---|---|---|---|
1951 | - | -- | 154 | - |
1952 | 12.00 | -- | 208 | 35.06 |
1953 | 9.49 | -- | 178 | -14.42 |
1954 | 9.64 | -- | 188 | 5.62 |
1955 | 7.72 | -- | 216 | 14.89 |
1956 | 6.17 | -- | 151 | -30.09 |
1957 | 7.81 | -- | 170 | 12.58 |
1958 | 7.68 | -- | 185 | 8.82 |
1959 | 8.81 | -- | 140 | -24.32 |
1960 | 7.20 | -- | 163 | 16.43 |
1961 | 7.05 | -- | 161 | -1.23 |
1962 | 8.93 | -- | 172 | 6.83 |
1963 | 10.74 | -- | 189 | 9.88 |
1964 | 12.63 | -- | 214 | 13.23 |
1965 | 11.89 | -- | 229 | 7.01 |
1966 | 9.63 | -- | 249 | 8.73 |
1967 | 11.15 | -- | 281 | 12.85 |
1968 | 9.71 | -- | 319 | 13.52 |
1969 | 9.59 | -- | 357 | 11.91 |
1970 | 11.51 | -- | 397 | 11.20 |
1971 | 13.43 | -- | 451 | 13.60 |
1972 | 13.87 | -- | 530 | 17.52 |
1973 | 12.83 | -- | 706 | 33.21 |
1974 | 2.67 | -- | 934 | 32.29 |
1975 | 6.19 | -- | 985 | 5.46 |
1976 | 14.28 | -- | 1,158 | 17.56 |
1977 | 11.41 | -- | 1,330 | 14.85 |
1978 | 13.56 | -- | 1,606 | 20.75 |
1979 | 8.83 | -- | 1,950 | 21.42 |
1980 | 8.04 | -- | 2,389 | 22.51 |
1981 | 7.10 | -- | 2,720 | 13.86 |
1982 | 4.81 | -- | 2,699 | -0.77 |
1983 | 9.02 | -- | 2,903 | 7.56 |
1984 | 10.05 | -- | 3,224 | 11.06 |
1985 | 4.81 | -- | 3,314 | 2.79 |
1986 | 11.51 | -- | 4,036 | 21.79 |
1987 | 12.75 | -- | 5,350 | 32.56 |
1988 | 8.02 | -- | 6,370 | 19.07 |
1989 | 8.72 | -- | 7,613 | 19.51 |
1990 | 5.54 | -- | 8,205 | 7.78 |
1991 | 8.37 | -- | 9,125 | 11.21 |
1992 | 8.31 | -- | 10,768 | 18.01 |
1993 | 6.81 | -- | 11,242 | 4.40 |
1994 | 7.50 | -- | 12,150 | 8.08 |
1995 | 6.50 | -- | 13,119 | 7.98 |
1996 | 6.18 | -- | 13,641 | 3.98 |
1997 | 6.05 | -- | 14,020 | 2.78 |
1998 | 4.20 | -- | 12,820 | -8.56 |
1999 | 6.73 | -- | 13,804 | 7.68 |
2000 | 6.31 | -- | 14,908 | 8.00 |
2001 | -1.40 | -- | 13,397 | -10.14 |
2002 | 5.48 | -- | 13,686 | 2.16 |
2003 | 4.22 | -- | 14,066 | 2.78 |
2004 | 6.95 | -- | 15,317 | 8.89 |
2005 | 5.38 | -- | 16,456 | 7.44 |
2006 | 5.77 | -- | 16,934 | 2.90 |
2007 | 6.85 | -- | 17,757 | 4.86 |
2008 | 0.80 | -- | 18,081 | 1.82 |
2009 | -1.61 | -- | 16,933 | -6.35 |
2010 | 10.25 | -- | 19,197 | 13.37 |
2011 | 3.67 | -- | 20,866 | 8.69 |
2012 | 2.22 | -- | 21,295 | 2.06 |
2013 | 2.48 | -- | 21,973 | 3.18 |
2014 | 4.72 | -- | 22,874 | 4.10 |
2015 | 1.47 | -- | 22,780 | -0.41 |
2016 | 2.17 | -- | 23,091 | 1.37 |
2017 | 3.31 | -- | 25,080 | 8.61 |
2018 | 2.75 | -- | 25,792 | 2.84 |
2019 | 2.71 | -- | 25,909 | 0.45 |
2020 | 3.11 | -- | 28,383 | 9.5 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Taiwan ASEAN Studies Center; ASEAN Outlook Magazine; May 2013. Myanmar's Overlooked Industry Opportunities and Investment Climate, by David DuByne
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ministry of Economic Affairs, R.O.C. ოფიციალური საიტი
- Statistical Information Network of the Republic of China This website serves as a national statistical portal of the Republic of China.
- Taiwan Economic Journal
- Research Center for Taiwan Economic Development
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Select Aggregates. ციტირების თარიღი: 27 July 2018
- ↑ World Bank Country and Lending Groups – World Bank Data Help Desk. ციტირების თარიღი: 27 July 2018
- ↑ „Archived copy“. The Economist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 March 2019. ციტირების თარიღი: 27 August 2019.CS1-ის მხარდაჭერა: დაარქივებული ასლი სათაურად (link)
- ↑ „Taiwan's TSMC Could be About to Dethrone Intel“. Bloomberg News. 28 November 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 August 2019. ციტირების თარიღი: 27 August 2019.
- ↑ TSMC set to beat Intel to become the world's most advanced chipmaker - PCMag India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 27 August 2019
- ↑ Dunbabin, J. P. D. (2008). The Cold War. Pearson Education, გვ. 187. ISBN 978-0-582-42398-5. „In 1949 Chiang Kai-shek had transferred to Taiwan the government, gold reserve, and some of the army of his Republic of China.“
- ↑ Ng, Franklin (1998). The Taiwanese Americans. Greenwood Publishing Group, გვ. 10. ISBN 9780313297625.
- ↑ „Taiwan Timeline - Retreat to Taiwan“. BBC News. 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2009. ციტირების თარიღი: 21 June 2009.
- ↑ Import by Key Trading Partners. Ministry of Economic Affairs (December 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2010
- ↑ Export by Key Trading Partners. Ministry of Economic Affairs (December 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2010
- ↑ East Asia/Southeast Asia :: Taiwan - The World Factbook (2020-02-07). ციტატა: „Taiwan's diplomatic isolation, low birth rate, rapidly aging population, and increasing competition from China and other Asia Pacific markets are other major long-term challenges.Taiwan's total fertility rate of just over one child per woman is among the lowest in the world, raising the prospect of future labor shortages, falling domestic demand, and declining tax revenues. Moreover, Taiwan's population is aging quickly, with the number of people over 65 expected to account for nearly 20% of the island's total population by 2025.President TSAI's administration has made little progress on the domestic economic issues that loomed large when she was elected, including concerns about stagnant wages, high housing prices, youth unemployment, job security, and financial security in retirement.“ ციტირების თარიღი: 2020-02-29
- ↑ (2020-04-03) Asian Development Outlook (ADO) 2020: What Drives Innovation in Asia?, Asian Development Outlook. Asian Development Bank, გვ. 207–208. DOI:10.22617/FLS200119-3. ISBN 9789292621568.
- ↑ THE WORLD FACTBOOK - Birth rate. CIA: Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 24 August 2022
- ↑ Background paper. ციტირების თარიღი: 28 June 2017
- ↑ Data. ციტირების თარიღი: 27 February 2018
- ↑ Karimaa, Alexandra. (February 2013) Value-Aware Approach to Management of Innovative Software Products and Services. ციტირების თარიღი: 27 September 2015
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 17 January 2022
- ↑ Bloomberg Pursuits - Bloomberg. ციტირების თარიღი: 27 July 2018
- ↑ Chinese Taipei. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 27 July 2018
- ↑ „Taiwan world's third-best for investment: research firm“. Focus Taiwan News Channel. 1 September 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 January 2012. ციტირების თარიღი: 1 September 2011.
- ↑ Research from TASC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 7 October 2012
- ↑ Chinese Taipei Business Council of ICC details | ICC - International Chamber of Commerce. ციტირების თარიღი: 13 October 2012
- ↑ Jenny W. Hsu; Aries Poon. (7 November 2013) Taiwan, Singapore Sign Free-Trade Pact. WSJ. ციტირების თარიღი: 4 March 2015
- ↑ Lucy Craymer; Fanny Liu. (11 July 2013) Taiwan and New Zealand Sign Free-Trade Agreement. WSJ. ციტირების თარიღი: 4 March 2015
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 538-541.
- ↑ Report for Selected Countries and Subjects: October 2021. World Economic Outlook Database. International Monetary Fund (IMF).
- ↑ 最新統計指標. 行政院主計處 (February 2005). ციტირების თარიღი: 2 May 2020
- ↑ 表格: 國民所得統計常用資料(2008SNA)-年 zh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-30. ციტირების თარიღი: 2020-01-06