ტადრარტ-აკაკუსი

(გადამისამართდა გვერდიდან ტადრატ-აკაკუსი)

ტადრარტ-აკაკუსი (არაბ. أكاكوس‎تدرارت) — მთაგრეხილი დასავლეთ ლიბიის ტერიტორიაზე, საჰარის უდაბნოში. მდებარეობს ლიბიის ქალაქი ღათის აღმოსავლეთით და გადაჭიმულია ჩრდილოეთის მიმართულებით, ალჟირის საზღვრიდან დაახლოებით 100 კმ-ში. ტადრარტი ადგილობრივების ენაზე „მთას“ ნიშნავს. ეს ტერიტორია საკმადო მდიდარია პრეისტორიული კლდის მხატვრობით.

ტადრარტ-აკაკუსის კლდის მხატვრობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 24°50′00″ ჩ. გ. 10°20′00″ ა. გ. / 24.83333° ჩ. გ. 10.33333° ა. გ. / 24.83333; 10.33333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 287
საფრთხის ქვეშ 2016 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ტადრარტ-აკაკუსის მთებს ლანდშაფტის ფართო ცვალებდაობა ახასიათებს, დაწყებული სხვადასხვა ფერის ქვიშაქვის თაღებით, ხეობებით, იზოლირებული კლდეებით და დამთავრებული ღრმა ხეობებით (უადი). მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია საჰარაში, მაინც შეინიშნება მცენარეულობა, მაგალითად სამედიცინო Calotropis procera. მთებში ასევე არსებობს რამდენიმე წყარო და ჭა.[1]

არეალი ცნობილია თავის კლდის მხატვრობით და ორნამენტებით, რომელთა მნიშვნელობის გამოც ის 1985 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ნახატები თარიღდება ძვ. წ. 12 000 - ახ. წ. 100 წლებით და ირეკლავე რეგიონის კულტურულ და ბუნებრივ ცვალებადობებს.[2] ნახატებსა და ორნამენტებზე გამოსახულია ცხოველები, მათ შორის ჟირაფები, სპილოები, სირაქლემები და აქლემები, აგრეთვე ადამიანები და ცხენები. კაცები გამოსახულნი არიან სხვადასხვა ყოველდღიური საქმიანობის პროცესში, მაგალითად მუსიკის დაკვრისას ან ცეკვისას.[3][4]

ბოლო დროს, მიწისქვეშ ნავთობსაძიებო სამუშაოებმა კლდის მხატვრობა საფრთხეში ჩააგდო. ნავთობდეპოზიტების ადგილმდებარეობის დასადგენად, მიწისქვეშ გზავნიან სეისმურ ბიძგებს, რაც ტადრარტ-აკაკუსის მთებამდეც აღწევს და უნიკალურ ხელოვნების ნიმუშებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 287
ინგლ.რუს.ფრ.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Kjeilen, Tore (2009) "Acacus Mountains: Total wilderness" დაარქივებული 2010-03-23 საიტზე Wayback Machine. LookLex Ltd.
  2. UNESCO Fact Sheet
  3. EWP. Jebel Acacus Map and Guide [map], 1st edition, 1:100,000, inset 1:400,000. Tourist and cave art information.. Cartography by EWP. (2006) ISBN 0906227-933.
  4. Acacus Rock Art Photo Gallery
  5. Bohannon, John (February 10, 2005). „In the Valley of Life, Oil is Death to the Art of a Lost Civilization“. The Guardian.