სჯულდება მეფისა და დიდი მთავრისა ალექსი მიხეილის ძისა

სჯულდება მეფისა და დიდი მთავრისა ალექსი მიხეილის ძისა1649, რუსეთის სახელმწიფო კანონთა კრებული. შედგება 25 თავისა და 967 მუხლისაგან. მისი პროექტი შეადგინა კომისიამ ნიკიტა ოდოევსკის ხელმძღვანელობით (1497 და 1550 სამართლის წიგნების, ლიტვური 1588 სტატუტის, მეფის ბრძანებებისა და ზოგიერთიი სხვა აქტის საფუძველზე) და დაამტკიცა საერობო ყრილობამ. „სჯულდებამ“ ასახა ქვეყნის სერიოზული სოციალური-ეკონომიკური ძვრები, დააკმაყოფილა თავადაზნაურობისა და ქალაქის ზედაფენის მოთხოვნები., იურიდიულად გააფორმა გლეხთა დაყმევეების პროცესი; მემამულემ მიიღო გლეხის გასამართლების, მისი პიროვნებისა და ქონების განუსაზღვრელი განკარგვის უფლება. „სჯულდება“ აწესრიგებდა სასამართლოს ორგანიზაციასა და სამართალწარმოებას, სისხლის სამართლის საკითხებს. სახელმწიფო დანაშაულისათვის დადგენილი იყო სიკვდილით დასჯა. „სჯულდების“ დამახასიათებელი თავისებურებაა სისხლის სამართლს რეპრესიის საერთო გაძლიერრება (გამახეიბრებელი სასჯელები — ხელ-ფეხის, ყურების, ენის მოკვეთა და სხვა). „სჯულდება“ VII—XVIII საუკუნეების რუსეთის ფეოდალური სამართლის ძირითად კოდექსს წამოადგენდა.

„სჯულდება“ ქართულად ორჯერ ითარგმნა — 1729 (ვახტანგ VI-ის თაოსნობით) და 1760 (ერეკლე II-ის ბრძანებით). მის ზოგი დებულება ერთგვარად აისახა იმ წლების ქართულ ნორმატულ აქტებში, უფრო კი XVIII საუკუნის დამლევის სარეფორმო კანონპროექტებში.

ლიტერატურა რედაქტირება