სხალთა
(გადამისამართდა გვერდიდან სხალთა (მდინარე))
სხალთა — მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს არსიანის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2220 მ სიმაღლეზე. სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 223 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში.
სხალთა | |
---|---|
![]() სხალთისა (მარცხენა მხრიდან) და აჭარისწყლის შესართავი | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | არსიანის ქედი |
სათავის სიმაღლე | 2220 მ |
შესართავი | აჭარისწყალი |
სიგრძე | 29 კმ |
აუზის ფართობი | 223 კმ² |
საშუალო წლიური ხარჯი 7,54 მ³/წმ.
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 628.