ლიბიდო

(გადამისამართდა გვერდიდან სქესობრივი ლტოლვა)

ლიბიდო, იგივე სქესობრივი ლტოლვა — ადამიანის ბუნებრივი ლტოლვა სექსისადმი. ფსიქოანალიტიკურ თეორიაში ლიბიდო არის ფსიქიკური სწრაფვა ან ენერგია, რომელიც განსაკუთრებით დაკავშირებულია სექსუალურ ინსტინქტთან, თუმცა ასევე გამოიხატება სხვა ინსტინქტურ სურვილებსა და სწრაფვებში.[1]

ლიბიდოზე მოქმედებს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები. ბიოლოგიურად, ადამიანებში ლიბიდოს სასქესო ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები არეგულირებენ — მეტწილად ტესტოსტერონი და დოფამინი, შესაბამისად. სოციალური ფაქტორები, მაგალითად, სამსახური და ოჯახი, და შინაგანი ფსიქოლოგიური ფაქტორები, მაგალითად, პიროვნების ხასიათი და სტრესი, ასევე ზემოქმედებს ლიბიდოზე. გარდა ამისა, სქესობრივ ლტოლვაზე შეიძლება იმოქმედოს ჯანმრთელობის პრობლემებმა, მედიკამენტებმა, ცხოვრების სტილმა, ასაკმა (მაგალითად, სქესობრივმა მომწიფებამ) და ურთიერთობაში არსებულმა პრობლემებმა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

შენიშვნები რედაქტირება

  1. (1989) Oxford English Dictionary (OED Online), 2nd, Oxford, UK: Oxford University Press.