სუფრული — ქართული (ქართლ-კახური) კლასიკური, მაღალმხატვრული საგუნდო სიმღერა, აგრეთვე ქართული ხალხური სასიმღერო შმოქმედების ცნობილი ჟანრი, რომელსაც განეკუთვნება მდიდარი და მრავალფეროვანი გუნდური სიმღერები: „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „მო, ლხინი ვნახოთ“, „ჩვენ მშვიდობა“, „მასპინძელსა მხიარულსა“, „დალიე ღვინო, იქნება“, „ყურძენმა სთქვა“, „თამარქალო“ და სხვა. არტემ ერქომაიშვილის ცნობით, სუფრაზე ძველად სიმღერებს წინ უსწრებდა სალხინო საგალობლები — „დღეს საღმრთომან მადლმან“, „მოდით და ვსვათ სასმელი ახალი“, „დიდება ღმერთსა“, „თამადებს გაუმარჯოს“, „სადღეგრძელო“, „მრავალჟამიერი“ (ცხრანაირი), „მადლობელი ვარ“, აგრეთვე „სიყვარულმა მოგვიყვანა“, „შენ ხარ ვენახი“ და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება