სიმონ სურგულაძე

(გადამისამართდა გვერდიდან სურგულაძე, სიმონ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სურგულაძე.

სიმონ სურგულაძე (დ. 1885, კვაჭალათი — გ. 23 იანვარი, 1920) — ქართველი პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

სიმონ სურგულაძე
დაბადების თარიღი 1885
დაბადების ადგილი კვაჭალათი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 23 იანვარი, 1920
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი, რევოლუციონერი
მამა ელიზბარ სურგულაძე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში, მიიღო საშუალო განათლება. მუშაობდა ბათუმში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. იყო რსდმპ წევრი. მონაწილეობდა ბათუმში გამართულ მუშათა დემონსტრაციებსა და გაფიცვებში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წელს გურიაში რევოლუციურ მოძრაობაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის დროს, 1906–1908 წლებში აგრძელებდა იატაკქვეშა საქმიანობას აჭარა-გურიაში, იყო ლიხაურის შეიარაღებული წითელი რაზმის მეთაური, გურიის საიდუმლო სამხედრო ორგანიზაციის წევრი.

იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. გარდაიცვალა 1920 წელს, ე. წ. ისპანკით, ესპანეთიდან შემოსული გრიპით. დაახლოებით ამავე დროს გარდაიცვალა მისი მეუღლე ანეტი. დარჩა სამი შვილი, თამარი, მამია და ლუბა.[1] დაკრძალეს ლიხაურის სასაფლაოზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ გვ. 370— საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016 ISBN 978-9941-0-9318-0

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება